The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სპირიდონ ლევანის ძე ნორაკიძე

სპირიდონ ლევანის ძე ნორაკიძე
Date of birth:1847
Date of death:1909  (at 62 years)
Category:Educator

Biography

   სპირიდონ ნორაკიძე დაიბადა 1847 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ ხორშში (დღევანდელი სენაკის რაიონი). დაწყებითი განათლება მან სოფლის ორკლასიან სკოლაში მიიღო.

   1884 წელს სპირიდონი სოხუმის ოლქის სოფელ გინძე–ეწერის გიორგი შარვაშიძისეული მდიდარი მამულების გამგედ დანიშნეს. მისი ხელმძღვანელობით ამ მამულების ხე–ტყის წარმოებამ დიდ წარმატებას მიაღწია.

   1885 წელს სპირიდონის ინიციატივით ზუგდიდში, ფოთსა და ხობში დაარსდა ბიბლიოთეკა–სამკითხველოები, რომლებიც ხელს უწყობდა ხალხში ქართული წიგნისა და პრესის გავრცელებას, ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებას. ამ კეთილშობილურ საქმეს იგი საკმაო თანხებს ახმარდა იმ წარმოებიდან, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა. ამ საქმეში სპირიდონს ცნობილი ქართველი პოეტი და დრამატურგი გიორგი შარვაშიძე მფარველობდა. დიდ დახმარებას უწევდა სპირიდონ ნორაკიძე ღარიბ ქართველ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. მისი სახსრებითა და ხელისშეწყობით ბევრ ახალგაზრდას მიუღია საშუალო თუ უმაღლესი განათლება.

    განსაკუთრებით აღასანიშნავია სპირიდონ ნორაკიძის ღვაწლი და მატერიალური წვლილი "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ფონდის გაძლიერების, განმტკიცებისა და მუშაობის ფართოდ გაშლის საქმეში. ამგვარი აქტიურობისა და სისტემატური ხასიათის დახმარების გამო ის ამ საზოგადოების მუდმივი წევრი იყო.

   1895 წელს სპირიდონ ნორაკიძემ დააარსა მუშათა არტელი "რიონის მშრომელთა ამხანაგობა", რომელიც მუშათა ორგანიზაციების გაერთიანების ცდის მცდელობის გამო მეფის ხელისუფლებამ 1897 წელს დახურა.

   ნორაკიძე აფხაზეთში დაბრუნდა და გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან ერთად ჩაება სოხუმის ოლქის რუსიფიკაციისათვის მებრძოლი მოხელეების წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული რუსეთის გუბერნიებში.

   1909 წელს სპირიდონ ნორაკიძე მეფის აგენტებმა ავაზაკურად მოკლეს საკუთარი სახლის კარებთან.

   სპირიდონ ნორაკიძემ თავისი მოქმედებითა და შეგნებული ბრძოლით საკუთარი სახელი უკვდავყო საქართველოს სახალხო განათლების ისტორიის ფურცლებზე, როგორც ეროვნულ–განმანთავისუფლებელი მოძრაობისა და სახალხო განათლების გავრცელებისთვის უშიშარმა მებრძოლმა. იგი იყო თავისი დროის სანიმუშო მოქალაქე, სამშობლოსა და ხალხის კეთილდღეობისათვის მებრძოლი საზოგადო მოღვაწე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1906-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოჩამჩირის განყოფილების წევრი (1902-)

Bibliography


Share: