The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი ილიას ძე ორბელიანი

გიორგი ილიას ძე ორბელიანი
Date of birth:26 October, 1863
Date of death:14 July, 1924  (at 60 years)
Burial location:საფრანგეთი
Category:Military Person

Biography

     რუსეთის არმიის გენერალი. დაამთავრა პაჟთა კორპუსი. ოფიცრის წოდებით სამსახური დაიწყო ლეიბ-გვარდიის გუსართა პოლკში.  

    1877-1878 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში. ავღანელებთან რუსული ჯარის გამარჯვების შემდეგ, მიავლინეს კასპიისპირეთის მხარეში.

    1885-1886 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-ავღანეთის გამმიჯნავ კომისიაში.

    1898-1899 წლებში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლის სახით მივლინებული იყო ინდოეთში ინგლის-ინდოეთის ჯარების მანევრებზე.

    1904 წელს მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება და გადასცეს ოქროს ხმალი "მამაცობისთვის". დაინიშნა კავკასიის ცხენოსანთა ბრიგადის მეთაურად.

     1904-1905 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1910 წელს მიანიჭეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება და დაინიშნა კასპიისპირეთის ცხენოსანთა ბრიგადის უფროსად.

     1913 წელს რეზერვში ჩარიცხეს. პირველი მსოფლიო ომის დროს აგრძელებდა სამხედრო სამსახურს. 1915 წლიდან იყო თეთრი არწივის ორდენის მფლობელი.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1901-)

Awards and Honors

  • 1912 - წმინდა ვლადიმირის I ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1905 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1900 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1893 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1887 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1877 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • 1877 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ბანტით)

Share: