The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დომენტი თომას ძე ოყრეშიძე

დომენტი თომას ძე ოყრეშიძე
Other name:გლეხი ოკრიბელი ყაზახი  (Pseudonym)
დ. თომაშვილი  (Pseudonym)
დ. მთაგორელი  (Pseudonym)
დ. ჭოლეველი  (Pseudonym)
Date of birth:7 August, 1876
Date of death:28 August, 1952  (at 76 years)
Burial location:ქუთაისი, "მწვანეყვავილას" პანთეონი
Category:Writer, Educator, Public Figure

Biography

     დომენტი ოყრეშიძე დაიბადა 1867 წელს სოფელ ჭოლევში შეძლებული გლეხის ოჯახში. ჭოლევის მკვიდრი იყო ცნობილი პედაგოგი ალექსი ჭიჭინაძეც, რომელმაც დომენტის განათლებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 7 წლისა მშობლებმა ქუთაისში ჩამოიყვანეს და დაწყებით სკოლაში მიაბარეს. ამის შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, მაგრამ აქ გამეფებული მკაცრი რეჟიმი ვერ აიტანა და ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გადავიდა, რომლის დამთავრების შემდეგ ხონის საოსტატო სემინარიაში განაგრძო სწავლა.

    1896 წელს ჟურნალ "კვალში" პირველი წერილი გამოაქვეყნა, ხოლო პირველი ლექსი – იმავე წელს ჟურნალ "ჯეჯილში".

    1898–1904 წლებში დომენტი ოყრეშიძე ჯერ სოფელ სამიქაოს ორკლასიან სასწავლებლის მასწავლებელია, შემდეგ სოფელი გუბი და ბოლოს ქუთაისის ერთ–ერთ კერძო სასწავლებელში მასწავლებლობს.

    1905 წლიდან ოყრეშიძე გაზეთ "ივერიასთან" თანამშრომლობდა და პარალელურად სენაკის სააზნაურო სასწავლებელში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. 

    1912 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე დომენტი ოყრეშიძე ქუთაისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. პირველ ხანებში ქუთაისის ქართული გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო საბჭოთა ხელისუფლების დამყარები შემდეგ მეორე საშუალო სკოლის უფროს კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

    1939 წელს დიმიტრი ოყრეშიძის ლექსთა მოზრდილი კრებული, სადაც ასზე მეტი ლექსია მოთავსებული, გამომცემლობა "ფედერაციამ" დაბეჭდა, ხოლო მეორე, – 1952 წელს "სახელგამმა".

    დიმიტრი ოყრეშიძე გარდაიცვალა 1952 წელს და დაკრძალულია ქუთაისში, "მწვანეყვავილას" პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1907-)

Bibliography


Share: