The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სიმონ ივანეს ძე ოცხელი

სიმონ ივანეს ძე ოცხელი
Date of birth:1868
Date of death:1937  (at 69 years)
Burial location:ქუთაისი
Category:Mathematician, Educator

Biography

   სიმონ ოცხელი დაიბადა 1868 წელს ქუთაისში. საშუალო განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო. უმაღლესი განათლების მისაღებად საზღ$ვარგარეთ გაემგზავრა და ოდესის (ნოვოროსიის) უნივერსიტეტში ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1889 წელს დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მალევე ცოდნის გასაღრმავებლად ისევ ოდესაში დაბრუნდა.

   1892 წლიდან სიმონ ოცხელი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა და ჯერ თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში, ხოლო 1905 წლიდან ქუთაისის ქართული გიმნაზიის მასწავლებლად მუშაობდა.

   სიმონი ფიზიკა–მათემატიკის ღრმა ცოდნის გარდა პედაგოგიური მომზადებითა და დახელოვნებით გამოირჩეოდა. იმ პერიოდის საქართველოში მძიმედ იდგა სკოლებიდან ქართული ენის განდევნის საკითხი. მოწინავე ქართველი პედაგოგების გადაუდებელ ამოცანას ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების შედგენა წარმოადგენდა. სწორედ სიმონ ოცხელმა შეადგინა დაწყებითი და საშუალო სკოლებისთვის ქართული სახელმძღვანელოები: "ელემენტარული ალგებრა საშუალო სასწავლებელთათვის", "ელემენტარული გეომეტრია საშუალო სასწავლებელთათვის", "არითმეტიკული ამოცანებისა და მაგალითების კრებული პირველდაწყებითი სკოლებისათვის", "დაწყებითი ფიზიკა უმაღლეს–დაწყებით სასწავლებელთათვის", "გეომეტრიულ ამოცანათა კრებული", რუსული ენის სახელმძღვანელო ქართული დაწყებითი კლასებისათვის" და სხვა.

   სიმონ ოცხელი მხოლოდ პედაგოგიური მოღვაწეობით არ შემოიფარგლებოდა. იგი აქტიური მონაწილე იყო ქუთაისის ყველა კულტურულ–საგანმანათლებლო წამოწყებისა, მონაწილეობას იღებდა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში და უშუალო მონაწილე იყო ქუთაისში სახალხო უნივერსიტეტის დაარსებისა.

    1895 წლიდან სიმონ ოცხელი გახლდათ "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის წევრი და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საზოგადოების სახელით გატარებულ ყველა ღონისძიებაში. იგი იყო სკოლებისთვის თვითმართველობის მინიჭების აუცილებლობის მომხრე.

   სიმონისა და მისი ძმის იოსებ ოცხელის ხელმძღვანელობით ქუთაისში გამომცემლობები "განათლება" და "სკოლა" დაარსდა, რომლის მიზანი სახელმძღვანელოების ბეჭდვა–გავრცელება იყო. იგი იყო გამომცემლობა "განათლების" მთავარი რედაქტორი.

   სიმონ ოცხელი 43 წლის განმავლობაში პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისსა და ქუთაისში. იგი გარდაიცვალა 1937 წელს და დაკრძალულია ქუთაისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1895-)

Bibliography


Share: