Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ბართლომე ექვთიმეს ძე ბიბილეიშვილი![]()
Biographyბართლომე ბიბინეიშვილი დაიბადა 1883 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ სურებში. იყო რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. კომპარტიის წევრი 1898 წლიდან. 1898-1901 წწ. მონაწილეობდა თბილისის მუშათა გაფიცვებსა და დემონსტრაციებში. 1903-1905 წწ. იყო რესდმპ კავშირის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი, ხელძღვანელობდა კომიტეტის არალეგალურ სტამბას. 1903 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი, ხოლო 1912 წლიდა საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი. 1905-1907 წწ. რევოლუციის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა მუშათა გაფიცვებში, დემონსტრაციებსა და შეიარაღებულ გამოსვლებში. იყო ქუთაისის ციხის საიდუმლო გვირაბის გაყვანისა და პოლიტპატიმართა გაქცევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რევოლუციური მოღვაწეობისათვის ორჯერ დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1918-1920 წწ. იყო პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წევრი და აქტიურად იბრძოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სხვადასხვა დროს იყო რევკომის თავმჯდომარის მოადგილე, რევკომის საქმეთა მმართველი. იყო ცნობილ ტერორისტ და ექსპროპრიატორ კამოს (სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანის პარტიული ფსევდონიმი) მეგობარი და მასთან ერთად ასრულებდა განსაკუთრებულ დავალებებს. 1936-1937 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი იყო ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმისა და სახელმწიფო გამომცემლობის გამგე. მას დაწერილი აქვს მემორიალური ხასიათის წიგნები და ბროშურები. ბართლომე ბიბილეიშვილი დახვრიტეს 1938 წელს. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |