The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივანე (ვანო) დიმიტრის ძე პაატაშვილი

ივანე (ვანო) დიმიტრის ძე პაატაშვილი
Other name:დავიწყებული  (Pseudonym)
დიმიტრაშვილი  (Pseudonym)
თელაველი  (Pseudonym)
ლეკი  (Pseudonym)
Date of birth:14 March, 1881  (143 years)
Category:Publicist, Public Figure

Biography

   ვანო პაატაშვილი დაიბადა 1881 წელს თელავში.   

   1898 წელს, სწავლა-განათლების დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო მშობლიურ თელავში. მუშაობდა როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო, ასევე საქალაქო დაწესებულებებში. ჩართული იყო თელავის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი თაოსნობით და უახლოეს პირთა დახმარებით დაარსდა ბიბლიოთეკა, საკვირაო სკოლა, სახალხო წარმოდგენების დრამწრე, საქველმოქმედო საზოგადოება, ქალაქის საბჭო, შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობა, კახეთის კავშირი და სხვა.

   1908 წლიდან ივანე პაატაშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში. მისი დამსახურებაა ამ საზოგადოების თელავის განყოფილების გახსნა.

   ივანე პაატაშვილმა, არჩილ ჯორჯაძესა და ილია ზარაფიშვილთან ერთად, თელავში საძირკველი ჩაუყარა სოციალ-ფედერალისტთა მოძღვრებას და მონაწილეობა მიიღო სოფელ გულგულაში დაარსებულ კომუნაში. ყველგან, სადაც კი ვანო პაატაშვილი მოღვაწეობდა, იგი გახლდათ ერთი უანგარო მოქმედი პირი.

   1917 წელს, თებერვლის რევოლუციის მოხდენისთანავე, პაატაშვილი თელავის მაზრის პირველი აღმასრულებელი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული.

   1918 წლიდან, საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლისთანავე, წერილებს აქვეყნებდა იმდროინდელ პრესაში. მისი წერილები ეხებოდა პროვინციის ყოფა-ცხოვრებას, მის საჭიროებასა და ჭირ-ვარამს.

   ივანე პაატაშვილის გარდაცვალების და დაკრძალვის ადგილი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების მდივანი და ხაზინადარი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1908-)

Bibliography


Share: