The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივანე ბეჟანის ძე ბოლქვაძე

ივანე ბეჟანის ძე ბოლქვაძე
Date of birth:1879
Date of death:1938  (at 59 years)
Category:Public official, Politician

Biography

    ივანე ბოლქვაძე დაიბადა 1879 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში (სამღვთო). სოფლის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ 15-16 წლის ჭაბუკი ბათუმში  წავიდა, სადაც სტამბაში მოსწავლედ მოეწყო. 

   1899 წელს ივანე ბოლქვაძე თბილისში გაემგზავრა და ლიბერმანის სტამბაში დაიწყო მუშაობა. პარალელურად  აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ საქმიანობაში. 

    ივანე ბოლქვაძე საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სხვადასხვა პარტიულ სამუშაოებზე მუშაობდა. 1928–1930 წლებში  თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე გახლდათ და შემდეგ წლებში სხვადასხვა ხელმძღვანელ სამეურნეო თანამდებობებზე მუშაობდა.

    1931-1937 წლებში ივანე ბოლქვაძე საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობდა. 1937 წლის 10 ივნისს დაპატიმრებული იქნა საქართველოს სსრ-ის შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-4 განყოფილების მიერ და იმყოფებოდა კომენდატურაში.

   ივანე ბოლქვაძე დაიღუპა ბოლშევიკურ-ტოტალიტარული რეჟიმის სტალინური რეპრესიების შედეგად. რეაბილიტირებულია სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1956 წლის 16 ივლისის დადგენილებით. საქმე შეწყვეტილი იქნა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. 

P.S. ივანე ბოლქვაძე გახლავთ ცნობილი ქართველი რეჟისორის რობერტ სტურუას ბაბუა დედის მხრიდან.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, გრიბოედოვის ქ. N11

Share: