The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



პიმენი

პიმენი
Legal name:შიო ფარსადანიშვილი
Date of birth:1855
Date of death:14 February, 1940  (at 85 years)
Burial location:სოფ. ზემო ხოდაშენი
Category:Religious leader

Biography

   შიო ფარსადანიშვილი დაიბადა 1855 წელს თელავის მაზრაში გლეხის ოჯახში. სასწავლებელში არ უსწავლია. დაქვრივების შემდეგ ბერობის სურვილმა ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში მიიყვანა.

   1896 წელს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა. იმევე წელს თბილისის ფერისცვალების სახლობის მონასტერში არქიმანდრიტმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ბერად აღკვეცა და სახელად პიმენი უწოდა.

   1896 წელს მეუფე ალექსანდრემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ხირსის მონასტრის საძმოში განამწესა.

   1901 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1902 წელს შუამთის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.

   1908 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

   1911 წელს თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში დაადგინეს.

   1913 წელს იგივე მონასტერში ხაზინადრად დაინიშნა.

   1913 წელს რომანოვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით სამახსოვრო მედალით დაჯილდოვდა.

   1914 წელს შუამთის მონასტერში გადაიყვანეს.

   1915 წელს აწყურის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში განამწესეს.

   1927 წელს კომუნისტებმა შუამთის მონასტერი დახურეს და მამა პიმენი სოფელ ვანთის ხელთუქმნელი ხატის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

   1929 წელს იღუმენის წოდება მიენიჭა.

   იღუმენი პიმენი გარდაიცვალა 1940 წლის 14 თებერვალს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი (1912-)

Awards and Honors

  • 1913 - სამახსოვრო მედალი
    რომანოვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით
  • 1908 - სამკერდე ოქროს ჯვარი

Share: