The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივანე ეგნატეს ძე პოლტორაცკი

ივანე ეგნატეს ძე პოლტორაცკი
Date of birth:1836
Date of death:11 September, 1892  (at 56 years)
Burial location:ოქროყანა
Category:Lawyer, Public Figure

Biography

    ივანე პოლტორაცკი დაიბადა 1836 წელს ქუთაისში. იგი გახლდათ პოლონური წარმოშობის ქართველი საზოგადო მოღვაწე.

   ივანეს მამა, გრაფი ეგნატე პოლტორაცკი რუსეთის იმპერატორის სამსახურში იდგა და მისი ოჯახი პეტერბურგში ცხოვრობდა. იგი აქტიურად იყო ჩაბმული დეკაბრისტულ მოძრაობაში, რისთვისაც ქუთაისის გუბერნიაში გადაასახლეს, სადაც ცოლად შეირთო ზედგენიძის ასული, რომლისგან ორი ვაჟი, სიმონი და ივანე შეეძინა.

    ივანე პოლტორაცკიმ ქართული განათლება მიიღო. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. მსახურობდა თბილისში მომრიგებელ მოსამართლედ, ვექილად, ნოტარიუსად. ახლობლობდა ილია ჭავჭავაძესთან.

   1879 წლიდან ივანე პოლტორაცკი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. იგი მონაწილეობას ღებულობდა  გაზეთ „საქართველოს მოამბის“ დაარსებაში.

   ივანე პოლტორაცკის მიუძღვნა ილიამ თავისი პოემა „აჩრდილი“.

   ივანეს ძმა, სიმონ პოლტორაცკი, პეტერბურგში ცხოვრობდა, იურისტად მუშაობდა და იქაურ ქართულ სათვისტომოს მატერიალურად ეხმარებოდა.

   ივანე პოლტორაცკიმ პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ნადეჟდა (ნადო) გაბაშვილზე იქორწინა, რომელიც გაბაშვილების ცნობილი ოჯახიდან იყო და რომელიც ზემელზე ცხოვრობდა. ნადო გაბაშვილთან ივანე პოლტორაცკის ექვსი შვილი შეეძინა: ნინო, ელენე, ანა, სოფიო, ეკატერინე და ალექსანდრე. გაბაშვილები ოქროყანაში ფლობდნენ მამულებს.

    პოლტორაცკის პირველი ვაჟი, ილია გახლდათ ილია ჭავჭავაძის ნათლული. იგი პროფესიით სამთო ინჟინერი იყო და განათლება პარიზში ჰქონდა მიღებული. მუშაობდა ერთ-ერთ ბანშკი. ილია გარდაიცვალა პარიზში და მას მემკვიდრე არ დარჩენია.  

    1890 წელს ოქროყანის ნაწილი, დღევანდელი თბილისის ფუნიკულიორის ტერიტორია, ბელგიურ კომპანიას გადასცეს იჯარით, რომელმაც ფუნიკულიორი გაიყვანა. ხოლო ერთ-ერთი მამული ორსართულიანი სახლით სოფლის მოსახლეობას სკოლისთვის გადასცეს, რომელსაც მოგვიანებით პოლტორაცკის სიძის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელი ეწოდა.

    ივანე პოლტორაცკის რუსულ ენაზე ნათარგმნი აქვს ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“, „ოთარაანთ ქვრივი“, „გლახის ნაამბობი“, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

    ივანე პოლტორაცკი გარდაიცვალა 1892 წლის 11 სექტემბერს და დაკრძალულია ოქროყანაში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-1893)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი

Share: