The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ქეთევან ლუარსაბის ასული ჟურული

ქეთევან ლუარსაბის ასული ჟურული
Legal name:ქეთევან ლუარსაბის ასული ნამორაძე
Date of birth:30 November, 1842
Date of death:8 July, 1913  (at 70 years)
Burial location:სოფელ არბოს წმინდა გიორგის ეკლესია
Category:Public Figure

Biography

   ქეთევან ჟურული დაიბადა 1842 წლის 30 ნოემბერს. იგი ბათუმის პოლიცმაისტერის დურმიშხან შალვას ძე ჟურულის მეუღლე გახლდათ. ქეთევანი ქართული თეატრისა და საზოგადოდ, ქართული კულტურის დიდი გულშემატკივარი ყოფილა. 1879 წლის 8 ივლისს ბათუმში, ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა, პირველი ქართული წარმოდგენა გამართეს და აჭარაში საფუძველი ჩაეყარა ქართულ თეატრს. წარმოდგენის ინიციატორი ქეთევან ჟურული გახლდათ. წარმოდგენილი იყო  ზ.ანტონოვის კომედია „განა ბიძიამ ცოლი შეირთო?“.

     ჟურულების ოჯახის სტუმართმოყვარეობაზე  დავით კლდიაშვილი თავის მოგონებებში წერდა: "დიდ დახმარებას უწევდა სკოლას ბათუმის პოლიცმეისტერის, დურმიშხან ჟურულის მეუღლე ქეთევანი. ეს უკანასკნელი არა თუ ამ სკოლას უწყობდა ხელს, იგი იყო ბათუმის ქართველი საზოგადოების თავმომყრელი და სულისჩამდგმელი. მისი ოჯახი იყო, სადაც თავს იყრიდნენ ქართველები. მას დიდი პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული ქართველობაშიც და გარეშე მხრივაც. ბათუმში ჩამოსული ყოველი ინტელიგენტი ქართველი თავს მოვალედ რაცხდა ამ ოჯახში მისულიყო. ქართველ არტისტებს აქ დიდი ყურადღება ექცეოდათ და დიდად ხელი ეწყობოდათ. ქართული სკოლა ამ ოჯახის მზრუნველობით არსებობდა."

    აქვსენტი ცაგარელი, რომელიც მის დასსთან ერთად 70-ანი წლების ბოლოს საგასტროლოდ  ბათუმში იყო ჩასული, წერდა: "ქართველ ოჯახებში მაშინ ბათუმში მეთაურობდა პატივცემულ დურმიშხან ჟურულის ოჯახი… დურმიშხანი ბათუმის პოლიციის უფროსი ბრძანდებოდა და, მაშასადამე, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა შორის გავლენიანი პირი იყო… ბათუმში ეს პატიოსანი ოჯახი აღმოგვაჩნდა მუქთა სასტუმროდ: სადილ-ვახშამი ამ ოჯახში ჩვენთვის ყოველთვის მზად იყო, და რაც შეეხებოდა ჩვენი სცენის საჭიროებას, დარბაისელი ქეთევან ჟურულისა არაფერს ჰზოგავდა დასახმარებლად".

   ქეთევან ჟურული გარდაიცვალა 1913 წლის 8 ივლისს და დაკრძალულია  არბოს წმინდა გიორგის ეკლესიაში მეუღლის გვერდით.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარებელი წევრი გორში (1900-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1886-)

Share: