The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გერასიმე ჩითანის ძე რამიშვილი

Date of birth:1870
Date of death:25 October, 1929  (at 59 years)
Category:Unidentified

Biography

   გერასიმე რამიშვილი დაიბადა 1870 წელს ოზურგეთის მაზრის, ლიხაურის თემის სოფელ ქაქუთში ღარიბი გლეხის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, ხოლო შემდეგ კერძო მასწავლებელთან. უსახსრობის გამო უმაღლესი განათლება ვერ მიიღო და მუშაობა დაიწყო ოზურგეთის სამაზრო ციხის ზედამხედველად.

    გერასიმე რამიშვილი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ლიხაურის განყოფილების ნამდვილი წევრი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მისი ინიციატივით მშობლიურ სოფელ ქაქუთში დაარსდა ოთხწლიანი შრომის სკოლა, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მისი მონაწილეობით შედგენილი იქნა სკოლის შენობის პროექტი, რომელიც დამტკიცებული იქნა და სოფლის ცენტრში აიგო ახალი სკოლა.

      საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი მუშაობდა ოზურგეთის სახელმწიფო ხაზინაში. სისტემატურად ირჩევდნენ საბჭოს წევრად და ითვლებოდა ლიხაურის თემის  სასოფლო საბჭოს უცვლელ წევრად. გერასიმე რამიშვილი იყო სოფლის და თემის ყოველგვარი პროგრესული და სასარგებლო საქმის ინიციატორი.

    გერასიმე რამიშვილი გარდაიცვალა 1929 წლის 25 ოქტომბერს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ლიხაურის განყოფილების წევრი (1912-1916)

Share: