The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იასე რაჭველი

იასე რაჭველი
Legal name:იოსებ მაქსიმეს ძე მეხუზლა
Other name:რაჭველი  (Pseudonym)
Date of birth:1860
Date of death:2 March, 1919  (at 59 years)
Burial location:სოფელი ბაილეთი, ოზურგეთის რაიონი
Category:Ethnologist, Writer, Politician, Journalist, Public Figure

Biography

    იასე რაჭველი დაიბადა 1860 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბაიალეთში მაქსიმე და ანა მეხუზლების ოჯახში. პირველადი განათლება სოფლის ერთკლასიან სასწავლებელში მიიღო და დამთავრების შემდეგ, 8 წლის იასე, მასწავლებელმა ბესარიონ ჭიჭინაძემ, მშობლების თანხმობით, რაჭაში წაიყვანა და ორკლასიან სასწავლებელში მიაბარა. იასემ რაჭის სკოლა დაამთავრა და აქვე ჩაება არალეგალურ ორგანიზაციაში, რომელიც ჟანდარმერიამ დახურა და იასე იძულებული გახდა ოზურგეთში დაბრუნებულიყო, სადაც ეთნოგრაფიულ მუშაობას შეუდგა და დააარსა ამხანაგობა „გეორგია“.

     1880-იან წლებში იასე რაჭველი, არალეგალური საქმიანობის გამო პოლიციისაგან თავის დაღწევის მიზნით, ემიგრაციაში ოსმალეთის იმპერიაში წავიდა. შეისწავლა ბერძნული და თურქული ენები, იმოგზაურა საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც აგროვებდა ეთნოგრაფიულ მასალებს და ემიგრაციაში მყოფი, პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: "დროება", "ივერია" და "კვალი".

     იასე რაჭველი ავტორია რომანების, მოთხობებისა და პოემების: „მეექვსე ნომერი“, „რაშია ბედნიერება“, „ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა“, „მარიანა“, „უმანკო მსხვერპლი“ „მართალი კაცი“ და სხვა.

      1904 წელს რაჭველი სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის თვითმმართველობასთან გზების ქვებით მოპირკეთებაზე კონტრაქტი გააფორმა.. თავდაპირველად ქვები საზღვარგარეთიდან შემოჰქონდა, შემდგომ კი იღებდა ქუთაისის მაზრის სოფელ კურსებიდან.

    1906 წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობას თხოვნით მიმართა, რათა გელათის გრანიტის კარიერზე დასაქმებული მუშებისთვის წიგნები გაეგზავნათ. საზოგადოების გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

     1907 წელს, კონცესიით აიღო მუხრანის ხიდის რკინის კონსტრუქციის მშენებლობა, თუმცა ვალდებულება ვერ შეასრულა და ამის შემდეგ საცხოვრებლად ლაგოდეხში გადავიდა, სადაც ხელნაწერი ჟურნალის "ჰერეთის" გამოცემა დაიწყო.

     საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდულ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა მისი ფოტოები და თარგმანები. იგი გახლდათ არაერთი ლექსის, პოემის, მოთხრობისა თუ რომანის ავტორი.

    იასე რაჭველი 1919 წლის 2 მარტს მოულოდნელად გარდაიცვალა ლაგოდეხში და დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ბაიალეთში. ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება" გამოქვეყნდა გარდაცვალების ნეკროლოგი და მასზე იოსებ არიმათიელის წერილი.

    1920 წლის 24 ივნისს მუშათა ცენტრალურ კლუბში იასე რაჭველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა - "საღამო სოსიას ღელე", სადაც დამსწრეთ სიტყვით მიმართა იოსებ იმედაშვილმა და  ლექსები წაიკითხეს: ვალერიან რუხაძემ, იოსებ გრიშაშვილმა, გიორგი ქუჩიშვილმა, დარია ახვლედიანმა და სხვებმა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1902-)

Bibliography


Share: