The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ზაქარია საძაგლიშვილი (მღვდელი)

ზაქარია საძაგლიშვილი
Date of birth:13 October, 1867
Date of death:1 September, 1924  (at 56 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Religious leader

Biography

    ზაქარია საძაგლიშვილი დაიბადა 1867 წელს, გორის მაზრის სოფელ ქვემო ნიქოზში, მღვდლის ოჯახში. 

    ზაქარია საძაგლიშვილმა გორის ოთხწლიანი სასულიერო სასწავლებლის ორი კლასი დაამთავრა. 1886 წელს ასატურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა, ხოლო 1888 წელს ხაჩირაანთკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.

    1898 წელს ზაქარია საძაგლიშვილი ახლად გახსნილი ძარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაადგინეს და დიაკვნად აკურთხეს. 1901 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და იმერხევის ეკლესიაში დაინიშნა. 1908 წელს მამა ზაქარია ფხვენისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. 1915 წელს მღვდელი ზაქარია საგვერდულით დაჯილდოვდა.

    მამა ზაქარია ადრე დაქვრივდა და ჰყავდა შვილები: თამარი, გიორგი, ვახტანგი, ქეთევანი და ალექსანდრე. მისი შვილიშვილი, ისტორიკოსი ზაქარია საძაგლიშვილი თავის წერილში იხსენებს: მე ამ დიდებული ქართველის შთამომავალი ვარ, მაგრამ მომსწრე არ გახლავართ, რადგან დავბადებულვარ მისი გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგო. 

    ზაქარია საძაგლიშვილი სრულიად  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, კირიონ II (გიორგი იორონიმეს ძე საძაგლიშვილი)  ბიძაშვილი იყო, რომელსაც ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ, მამობრივი სიყვარული, ადრე დაობლებულ  ბიძაშვილ ზაქარიაზე და მის დებზე გადაუტანია. გიორგი (კირიონი) ზაქარიაზე უფროსი იყო და ამიტომ მატერიალურადაც უწევდა საჭირო მზრუნველობას. მნიშვნელოვანი ფულადი თანხაც მიუცია სახლის ასაშენებლად, რადგან ზაქარიას მამისგან საცხოვრებლად უვარგისი ბინა დარჩენია. კირიონი ხშირად ჩადიოდა ზაქარიასთან  სოფელში სტუმრად და არასდროს არ ავიწყდებოდა ვინმეს უსაჩუქროდ დატოვება.

    1921 წლის თებერვლის შემდეგ, ზაქარიას მღვდლობისათვის თავი დაუნებებია და ეწეოდა სოფლის მეურნეობას. ცხოვრობდა ჩვეულებრივი გლეხის ცხოვრებით ისე, რომ არც წვერი გაუპარსავს და არც ანაფორა გაუხდია.
    1924 წელს მამა ზაქარია დააპატიმრეს და ამავე წლის 1 სექტემბერს რუისში დახვრიტეს. 

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ცხინვალის განყოფილების წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1910-)

Contacts Information

  • Home
    Address:სოფელი ქვემო ნიქოზი

Share: