The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ანა (ანეტა) ონისიმეს ასული სიხარულიძე

ანა (ანეტა) ონისიმეს ასული სიხარულიძე
ოფიციალური სახელი:ანა ონისიმეს ასული მამაგეიშვილი
დაბადების თარიღი:188?
გარდაცვ. თარიღი:196?
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, საბურთალოს სასაფლაო
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ანეტა მამაგეიშვილი დაიბადა 1880-იან წლებში ქუთაისში. ზუსტი თარიღი უცნობია. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზია.   

   1912 წლიდან ანეტა გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სამტრედიის განყოფილების წევრი, ხოლო 1915 წლიდან ამ განყოფილების ხაზინადარი.

   ანეტა სიხარულიძე გახლდათ გიორგი სიხარულიძის მეუღლე, რომელიც 1924 წელს ბოლშევიკებმა მოკლეს, ხოლო ოჯახს სახლი და მთელი ქონება ჩამოართვეს. ოჯახმა არ ითანამშრომლა ოკუპანტებთან  და ანეტა შვილებთან, გოგისთან და თორნიკესთან ერთად, როგორც „ხალხის მტრის“ ოჯახი თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე ნახევრად სარდაფში შეასახლეს. მან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა ნათესავებთან,  სამტრედიასთან და  გურიასთან  და ცხოვრება თბილისში გააგრძელა.

  ანეტა სიხარულიძე გარდაიცვალა 1960-იან წლებში და დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრი (1912-1916)

გააზიარე: