Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი![]()
Biographyიროდიონ სონღულაშვილი დაიბადა 1880 წელს სოფელ დიღომში გლეხის ოჯახში. საშუალო განათლება თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიიღო, ხოლო 1903 წლის აგვისტოში ოდესაში გაემგზავრა, სადაც ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბუნებისმეტყველების განყოფილებაზე, ტექნიკური ქიმიის სპეციალობით ჩააბარა, რომელიც წარმატებით დაამთავრა კიდეც. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იროდიონი თბილისში დაბრუნდა და მთელი ცხოვრება ხელოვნების სამსახურში გაატარა. 1909 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებაში. 1910 წელს გახდა საზოგადოების საბჭოს წევრი და იყო საზოგადოების მდივანი. იროდიონ სონღულაშვილი გახლდათ საისტორიო-საეთნაგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარის, ექვთიმე თაყაიშვილის მოწაფე, მეგობარი და თანამებრძოლი. 1917 წელს სონღულაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში იღებდა მონაწილეობას და არჩეულ იქნა პარტიის პრეზიდიუმში. 1929 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საისტორიო და საეთნოგრაფიო განყოფილების გამგედ, 1931 წლიდან ძველი ქართული ხელოვნებისა და ისტორიის განყოფილების გამგის თანაშემწედ, 1934 წლიდან ხელოვნების მუზეუმის ("მეტეხი") მცირე ხელოვნების განყოფილების გამგედ, ხოლო 1953 წლიდან საქართველოს ხელოვნების მუზეუმის სეიფის გამგედ. იროდიონ სონღულაშვილის შრომები, რომელთა მხოლოდ ნაწილია გამოქვეყნებული, ეხება უმეტესად ქართული მცირე და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს (კერძოდ, ტიხრული მინანქარი) და ეთნოგრაფიის საკითხებს. იროდიონ სონღულაშვილი გარდაიცვალა 1958 წლის 7 იანვარს თბილისში. იროდიონ სონღულაშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი ისტორიული რომანი "მირანდუხტ იადხმობილი". Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |