შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ეკატერინე თადეოზის ასული სტაროსელსკისა![]()
ბიოგრაფიაეკატერინე გურამიშვილის დაბადების თარიღი უცნობია. იგი გახლდათ ქართლის ერთ-ერთი უმდიდრესი მემამულის თადეოზ გურამიშვილის ქალიშვილი და ილია ჭავჭავაძის მეუღლის - ოლღას და. ეკატერინე გურამიშვილი ცოლად გაჰყვა რუს გენერალ დიმიტრი სტაროსელსკის, რომელიც 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი გახლდათ, ხოლო 1877-1884 წლებში ამიერკავკასიაში მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა. იგი გვერდში ამოუდგა ილია ჭავჭავაძეს. მას საქართველო ძალიან უყვარდა, თავის მეორე სამშობლოდ მიიჩნევდა და ილიას "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაფუძნებაშიც დაეხმარა. იაკობ გოგებაშვილი დიმიტრი სტაროსელსკის შესახებ წერდა: “დასაფასებელია მისი მეტად ნათელი მიმართულება, უყვარს საქართველო, როგორც თავისი მეორე სამშობლო, რომელმაც ოჯახური ბედნიერება მიანიჭა”. 1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების საქალებო განყოფილების დირექტორად თბილისში დაინიშნა ეკატერინე თადეოზის ასული გურამიშვილი-სტაროსელკისა. ეკატერინესა და დიმიტრი ჰყავდათ ოთხი ქალიშვილი და ოთხი ვაჟი: ნინო, ელისაბედი, რუსუდანი, ქეთევანი, სიმონი, გივი, ნიკოლოზი და ვსევოლოდი. ეკატერინე გურამიშვილი-სტაროსელსკისა გარდაიცვალა 1901 წელს თბილისში და დაკრძალულია საგურამოში, ღვთისმშობლის მიძინების (სიონის) ტაძარში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |