შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
აბელ ოქროპირის ძე იაშვილი![]()
ბიოგრაფიააბელ იაშვილი დაიბადა 1854 წელს დუშეთში. 1874 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სწავლის გასაგრძელებლად ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1882 წელს დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა. აბელ იაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა ერევნის, თბილისის, ქუთაისის და დუშეთის მაზრებში ექიმად. იმავე დროს იგი ხელს უწყობდა სოფლად სათეატრო ხელოვნების აღორძინებასა და ყოველგვარ საზოგადო-კულტურულ საქმიანობას. სოფელ საგარეჯოში მისი ინიციატივით გაიხსნა სამკითხველო, სართიჭალაში საფოსტო განყოფილება და დუშეთში წიგნსაცავ-სამკითხველო და სხვა. აბელ იაშვილი არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აღსანიშნავია მისი შრომები ხალხური მედიცინის შესახებ ამიერკავკასიაში - “Народная медицина в Закавказском крае”, სადაც განხილულია სამკურნალო საშუალებები და მათი სახელწოდებანი ქართულ, ლათინურ, თათრულ, რუსულ და სხვა ენებზე, აღნუსხულია სამკურნალო მცენარეები, ქვები, თესლეული და სახალხო შელოცვები, სახალხო მკურნალობის წესები, სახალხო ექიმები და ქართული სახალხო სამკურნალო „კარაბადინი“, რომელიც 1904 წელს გამოიცა. ამ წიგნის შედგენაზე აბელ იაშვილმა 18 წელი იმუშავა. მისი აზრით, ქართველებს აქვთ თავისი ზეპირი მკურნალობა, კარაბადინიდან შემოსული ცნობებით შევსებული. მისი გამოკვლევით, ჩვენი კარაბადინები უძველესი დროიდანაა განთქმული. ერთი მათგანი, რომელიც დაცულია „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წიგნსაცავში, მე-12 საუკუნეში თამარის მეფობის პერიოდშია შედგენილი. აბელ იაშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |