Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
იოსებ ილარიონის ძე იაშვილი![]()
Biographyიოსებ იაშვილი დაიბადა 1847 წელს თელავის მაზრის სოფელ გურჯაანში მღვდლის ოჯახში. 1869 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელი 1875 წელს დაამთავრა და იმავე წელს სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა, რომელიც არ დაუმთავრებია. 1879 წელს ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ოზაანის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1880 წლიდან მამა იოსები გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. 1882 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1890 წლის აღდგომაზე სკუფია უბოძეს. 1897 წელს კამილავკა უწყალობეს. 1902 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ საქობაოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1906-1909 წლებში გურჯაანის სოფელ ახაშენის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 1908 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1910 წელს, მოხუცებულობის გამო, თავისი თხოვნით, შტატიდან გადადგა. მღვდელი იოსები 1919 წლის 19 თებერვალს სოფელ გურჯაანში გარდაიცვალა და გურჯაანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |