Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
სეით ლუარსაბის ძე იაშვილი![]()
Biographyსეით იაშვილი დაიბადა 1875 წლის 9 იანვარს, ზემო იმერეთის სოფელ არგვეთაში. 1897 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და ოდესაში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1902 წელს დაამთავრა. 1902-1924 წლებში თბილისის ქართულ გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა და ასწავლიდა ფიზიკას, გეოგრაფიასა და ბუნებისმეტყველებას. შემდეგ იგი ქართული გიმნაზიის ინსპექტორად გადაიყვანეს და ბოლოს დირექტორის მოვალეობასაც ასრულებდა. 1924-1934 წლებში, თბილისის რკინიგზის მუშათა ფაკულტეტზე მასწავლებლად მუშაობდა. 1902 წლიდან სეით იაშვილი თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. სეით იაშვილმა პირველმა შეადგინა ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები და პირველმა მიაწოდა ქართულ გაეროვნებულ სკოლებს ქართულ ენაზე შედგენილი სახელმძღვანელოები. სეით იაშვილი გარდაიცვალა 1963 წლის 19 იანვარს. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |