The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სეით ლუარსაბის ძე იაშვილი

სეით ლუარსაბის ძე იაშვილი
Date of birth:16 January, 1875
Date of death:19 January, 1963  (at 88 years)
Category:Geographer, Scientist, Educator, Public Figure

Biography

    სეით იაშვილი დაიბადა 1875 წლის 9 იანვარს, ზემო იმერეთის სოფელ არგვეთაში.

    1897 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და ოდესაში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1902 წელს დაამთავრა.

    1902-1924 წლებში  თბილისის ქართულ გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა და  ასწავლიდა ფიზიკას, გეოგრაფიასა და ბუნებისმეტყველებას. შემდეგ იგი ქართული გიმნაზიის ინსპექტორად გადაიყვანეს და ბოლოს დირექტორის მოვალეობასაც ასრულებდა.

     1924-1934 წლებში,  თბილისის რკინიგზის მუშათა ფაკულტეტზე მასწავლებლად მუშაობდა.

     1902 წლიდან სეით იაშვილი თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში.

     სეით იაშვილმა პირველმა შეადგინა ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები და პირველმა მიაწოდა ქართულ გაეროვნებულ სკოლებს ქართულ ენაზე შედგენილი სახელმძღვანელოები.

    სეით იაშვილი გარდაიცვალა 1963 წლის 19 იანვარს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-)

Bibliography


Share: