The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი იოსების ძე ინაშვილი (დეკანოზი)

გიორგი იოსების ძე ინაშვილი
Date of birth:5 October, 1876
Date of death:1 September, 1924  (at 47 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Educator, Religious leader

Biography

   გიორგი ინაშვილი დაიბადა  1876 წლის 5 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის სოფელ ახალსოფელში დიაკვნის ოჯახში.

   1895 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1901 წელს დაამთავრა.

   1902 წელს დიაკვნად აკურთხეს, მალევე მღვდლად დაასხეს ხელი და ახმეტის ჯვარპატიოსნის სახელობის ტაძარში დაინიშნა. პარალელურად, სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა და გამგედ დაინიშნა.

   1904 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1907 წელს მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა და არჩეული იყო 1904. 1907 და 1910 წლების საეპარქიო შეკრებებზე დამსწრე სასულიერო დეპუტატად.

   1911 წელს სკუფია უბოძეს და ამავე წელს თიანეთის მაზრის I ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

   1913 წელს, რომანოვების მეფობის 300 წლისთავზე მედლით დაჯილდოვდა.

   1914 წელს I მსოფლიო ომში სამხედრო კაპელანად წავიდა. მსახურობდა თურქეთის ფრონტზე დონის კაზაკთა I ბატალიონის თურქესტანის N35 პოლკის მოძღვრად. მამა გიორგი დაჯილდოებული იყო საპატიო მედლებით და ორდენებით. ამავე პერიოდში დაჯილდოვდა სამკერდე გამშვენებული ოქროს ჯვრით.

   1915 წლიდან მამა გიორგი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თელავის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში.

   1918 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ახალსოფლის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში დაინიშნა.

   1918-1919 წლებში თბილისში, წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში საღმრთო სჯულს ასწავლიდა და ამავე გიმნაზიის ეკლესიის მოძღვარი იყო.

   1919 წელს ნინოწმინდის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს და დეკანოზის წოდება მიენიჭა.

   მამა გიორგი 1920 და 1921 წლის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის II და III საეკლესიო კრებებზე მონაწილეობდა.

   მამა გიორგის ჰყავდა მეუღლე ნინო მიხეილის ასული ხატიაშვილი და შვილები: მარიამი, დავითი და ეკატერინე.

   1924 წელს, დეკანოზი გიორგი აჯანყების დროს დააპატიმრეს და სამეულის გადაწყვეტილებით დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი (1915-)

Awards and Honors

  • 1914 - სამკერდე გამშვენებული ოქროს ჯვარი
  • 1913 - სამახსოვრო მედალი
    რომანოვების მეფობის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი

Bibliography


Share: