The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი იოსების ძე ინაშვილი

გიორგი იოსების ძე ინაშვილი
Date of birth:1876
Date of death:1 September, 1924  (at 48 years)
Category:Religious leader

Biography

ინაშვილი გიორგი იოსების ძე (5(18) ოქტომბერი,1876, თბილისის გუბერნია, სოფ. ახალსოფელი _ 1.09.1924) _ დეკანოზი. დაიბადა დიაკვნის ოჯახში. 1895-1901 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1902 წლის 20 იანვარს დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 24 იანვარს მღვდლად დაასხეს ხელი და ახმეტის ჯვარპატიოსნის სახელობის ტაძარში დაინიშნა. 1902 წლის 20 ოქტომბერს სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად და გამგედ დაინიშნა. 1904 წლის 28 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1907 წლის 30 მაისს მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 1904 წლის 23 ნოემბერს, 1907 წლის 31 ივლისსა და 1910 წლის 8 დეკემბერს საეპარქიო შეკრებაზე დამსწრე სასულიერო დეპუტატად აირჩიეს. 1911 წლის 10 აპრილს სკუფია უბოძეს. ამავე წლის 26 აგვისტოს თიანეთის მაზრის I ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1913 წლის თებერვალში რომანოვების მეფობის 300 წლისთავზე მედლით დაჯილდოვდა. 1914 წელს I მსოფლიო ომში სამხედრო კაპელანად წავიდა. მსახურობდა თურქეთის ფრონტზე დონის კაზაკთა I ბატალიონის თურქესტანის #35 პოლკის მოძღვრად. მამა გიორგი დაჯილდოებული იყო საპატიო მედლებით და ორდენებით. ამავე პერიოდში დაჯილდოვდა სამკერდე გამშვენებული ოქროს ჯვრით. 1918 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ახალსოფლის წმ. ნინოს სახელობის ტაძარში დაინიშნა, ხოლო 1918 წლის 1 ოქტომბრიდან 1919 წლის 1 სექტემბრამდე თბილისში, წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში ასწავლიდა საღმრთო სჯულს და ამავე გიმნაზიის ეკლესიის მოძღვარი იყო. 1919 წლის იანვარში ნინოწმინდის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს და დეკანოზის წოდება მიენიჭა. მონაწილეობდა 1920 წლის 27 ივნისისა და 1921 წლის 1-5 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის II და III საეკლესიო კრებებზე. დეკანოზი გიორგი 1924 წლის 1 სექტემბერს აჯანყების დროს დააპატიმრეს და სამეულის გადაწყვეტილებით დახვრიტეს. მეუღლე ნინო მიხეილის ასული ხატიაშვილი (1881) და შვილები: მარიამი (8.09.1903), დავითი (1.01.1905) და ეკატერინე (24.01.1908).

გიორგი მაჩურიშვილი

გიორგი კლდიაშვილი

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი (1915-)

Share: