შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ივანე დავითის ძე კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიაივანე კაკაბაძის დაბადების თარიღი უცნობია. 1888 წელს ივანე კაკაბაძე სცენაზე გამოვიდა და მას შემდეგ ერთგულად ემსახურებოდა პროვინციის სათეატრო ხელოვნების განვითარებას, როგორც პიესებში მთავარი როლების შესრულებით, ასევე საგასტროლოდ ჩასულ დედაქალაქის დრამატიულ დასებში მსახიობობით. იგი საქველმოქმედო წარმოდგენებში სრულიად უფასოდ მონაწილეობდა და ეს შემოსავალი ადგილობრივი საზოგადოების საკულტურო-საქველმოქმედო დაწესებულებათა შენახვას ხმარდებოდა. 1899 წლიდან ივანე კაკაბაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი, ხოლო 1916 წლიდან ამ საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი. 1918 წელს ივანე კაკაბაძეს 30 წლის იუბილე გადაუხადეს და, სხვათა შორის, ქალაქის საბჭოსა და სომხების საზოგადოების წარმომადგენლებმაც მიულოცეს და საჩუქრები მიართვეს. ივანე კაკაბაძე სიცოცხლის ბოლომდე თელავის სცენაზე თამაშობდა. ასრულებდა მთავარ როლებს. თელავის სცენაზე დაიდგა „და-ძმა“, სადაც გაიოზის როლს ვანო კაკაბაძე ასრულებდა. ივანე კაკაბაძე გარდაიცვალა 1919 წლის 27 თებერვალს და დაკრძალულია თელავში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |