შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ბიქტორ ნიკოლოზის ძე კალანდარიშვილი![]()
ბიოგრაფიაბიქტორ კალანდარიშვილის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი უცნობია. 1902 წელს სენაკის მაზრაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალურ მუშაობაში ჩაება. პირველი სოციალ-დემოკრატიული არალეგალური ორგანიზაცია შესდგა სოფელ შხეთში და შემდეგ თეკლათში. ამ ორგანიზაციებს, კალანდარაშვილის საშუალებით, კავშირი ჰქონდა ქუთაისში იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტთან, საიდანაც არალეგალური ფურცლები მიჰქონდა სამეგრელოში. სენაკის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია ქუთაისიდან მიღებულ პროკლამაციებს, დავით ჭელიძის დახმარებით, სენაკის კოწია თავართქილაძისეულ ლეგალურ სტამბაში ბეჭდავდა და ავრცელებდა. 1904 წელს, ბიქტორ კალანდარაშვილის აქტიური მონაწილეობით, სენაკის სოფლების გლეხობამ მემაულეთა წინააღმდეგ გაფიცვა მოაწყო. ზოგიერთმა მემამულემ გლეხებს დაუთმო. გლეხობა მიწის დამუშავებას მოითხოვდა. დემონსტრაცია, რომელსაც კალანდარიშვილი ხელმძღვანელობდა, წითელი დროშით და მარსელიოზის სიმღერით გაიმართა. 1909 წლიდან ბიქტორ კალანდარიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სენაკის განყოფილების, ხოლო 1918 წლიდან საზოგადოების ნამდვილი წევრი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |