Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
სოფიო დავითის ასული კალანდარიშვილი![]()
Biographyსოფიო ციციშვილი დაიბადა 1870 წელს ქართლის სოფელ ნიჩბისში, თავადიშვილის ოჯახში. 1890 წელს მცხეთი სამონასტრო სკოლის ოთხი კლასის დამთავრებისა და სამასწავლებლო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, იქვე გამწესდა მასწავლებლად. პარალელურად საზოგადოებრივ-კულტურულ მუშაობაში ჩაება. სოფიო ციციშვილის თაოსნობით, მცხეთაში წიგნთსაცავ-სამკითხველო დაარსდა და მოეწყო საკვირაო სკოლა, სადაც, ხალხს უმთავრესად, სოციალისტური შინაარსის წიგნებს უკითხავდა. 1900 წელს სოფიო ციციშვილი ცოლად გაჰყვა მოსე კალანდარიშვილს და საცხოვრებლად ვლადიკავკავში გადავიდა, სადაც ამ დროს, ეფროსინე ნიკოლაძე-ჭიჭინაძის თაოსნობით დაარსებული იყო ქართველ ქალთა „პარასკევის წრე", რომლის წევრები ყოველ პარასკევ საღამოობით იკრიბებოდნენ ერთ-ერთი წევრის სახლში, სადაც ქალებს ხელსაქმეს ასწავლიდნენ და წიგნებს უკითხავდნენ. როცა ეფროსინე ჭიჭინაძე თბილისში გადავიდა, ამ წრის თავმჯდომარედ და ხელმძღვანელად არჩეულ იქნა სოფიო კალანდარიშვილისა, რომლის თაოსნობით ჭრა-კერვის იაფფასიანი სკოლა დააარსეს, სადაც ღარიბებს სრულიად უფასოდ ასწავლიდნენ და კურსდამთავრებულნი ჭრა-კერვის მასწავლებლები გამოდიოდნენ. ამ დროს, კავკავში, ქართველობა უმთავრესად წვრილ ვაჭართა და მოხელეთაგან შედგებოდა, რომლებმაც რუსული ენა არ იცოდნენ, ხოლო მათმა შვილებმა – ქართული. ქართველი მოზარდი თაობა გადაგვარების გზაზე იდგა. სოფიო კალანდარიშვილისა და მის თანამოაზრეთა წყალობით, ქართულმა საქმიანობამ ფრთა გაშალა და შეგნებული ხალხურ-ეროვნული მუშაობა გაჩაღდა, რომლის ერთი მთავარი ღერძთაგანი იყო მისი მეუღლე, მოსე კალანდარიშვილიც იყო. 1907 წლიდან სოფიო კალანდარიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი, ხოლო 1909 წლიდან ამ საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრი. 1914 წელს, სოფიო თბილისში გადმოვიდა და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის თაოსნობით შემდგარ ქალთა კომისიის თავმჯდომარედ იქნა არჩეული, რომლის მიზანი ქართველ ქალთა საოსტატო სემინარიის დაარსება, მშობლიურ ნიადაგზე მასწავლებელთა მომზადება და ნამდვილი ეროვნული სკოლის შექმნა იყო. სკოლა გაიხსნა კიდეც თვითმპყრობელობის დროს, სადაც ყველა საგანი ქართულ ენაზე ისწავლებოდა, რაც იმ დროს დიდ მიღწევა იყო. რევოლუციის შემდეგ სკოლა საქართველოს მთავრობას გადაეცა. სოფიო კალანდარიშვილი ხარფუხის სამხატვრო-სახელოსნო სკოლის საქმიანობაშიც იღებდა მონაწილეობას. სოფიო კალანდარიშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |