შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ნესტორ ლაზარეს ძე კალანდაძე![]()
ბიოგრაფიანესტორ კალანდაძე დაიბადა 1874 წელს გურიის სოფელ ხიდისთავში. 1882 წელს ქუთაისის სამეურნო, ხოლო მოგვიანებით იალტის სკოლა დაამთავრა იგივე პროფილით. 1906-1911 წლებში იუმორისტულ ჟურნალებს - „ეშმაკის მათრახს“ და „ეშმაკის სალამურს“ ხელმძღვანელობდა. 1907 წლიდან აკაკი წერეთელთან ერთად თანამშრომლობდა ჟურნალებში: „ეკალი“, „შუამავალი“, „ოხუნჯი“, „ჯოჯოხეთი“ და სხვა. ამ ჟურნალებიდან მთავარი იყო „ეშმაკის მათრახი“, რომლის ფაქტობრივი რედაქტორიც იგი გახლდათ, მაგრამ ცენზურის თვალის ასახვევად ჟურნალს ხელს აწერდა ასოთამწყობი თ. ბოლქვაძე. 1908 წლიდან ნესტორ კალანდაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი, ხოლო 1917 წლიდან ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი. 1917-1921 წლებში, შალვა შარაშიძესთან (თაგუნა) ერთად, რედაქტორობდა „ეშმაკის მათრახს“, რომელშიც იუმორისტულ წერილებს, ლექსებს, პოემებს, პატარ-პატარა ამბებს და სურათებს ათავსებდა. მისი შემოქმედება ჩვენი საზოგადოებრივი ყოფა-ცხოვრების მანკიერებათა გაკილვას ემსახურებოდა. ადგენდა სამეცნიერო-პოპულარულ წიგნაკებს, თარგმნიდა და წერდა წერილებს. მისი იუმორი მუდამ გესლიანი ღიმილით იყო შეზავებული, ჯანსაღი, ზოგადი შეგნებით ნაკარნახევი და არა ბოროტი. ნესტორ კალანდაძეს, შალვა შარაშიძესთან (თაგუნა) ერთად, დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული იუმორისა და სატირის განვითარების საქმეში. ნესტორ კალანდაძე გარდაიცვალა 1942 წლის 23 ივლისს და დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |