The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ზაქარია მიხეილის ძე კანდელაკი

ზაქარია მიხეილის ძე კანდელაკი
Date of birth:18??
Category:Educator

Biography

   ზაქარია კანდელაკმა 1884 წელს დაამთავრა საოსტატო სემინარია და იმავე წელს მიწვეული იქნა ქართულ გიმნაზიაში აღმზრდელ-მასწავლებლად.

   1886 წელს თბილისში სამოქალაქო სასწავლებელში ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა.

   1888 წლიდან თბილისის საბაღოსნო სასწავლებლის აღმზრდელ-მასწავლებლად მიიწვიეს და, ამავე დროს, ოთხკლასიან სახელოსნო სასწავლებლის ქართულ და რუსულ კლასებში. თბილისის სამოსწავლო კომიტეტმა ზაქარიას  დაწყებით სკოლებში გამოცდების საქმე და გაკვეთილებზე დასწრებისა და სანიმუშო გაკვეთილების ჩატარების საქმე მიანდო, რომელსაც იგი 13 წლის მანძილზე უსასყიდლოდ ასრულებდა.

   თბილისის ოთხკლასიანი სახელოსნო სასწავლებელი იმ დროს იყო ერთადერთი მთელ კავკასიაში, სადაც ქართული განყოფილების კლასებში ყველა საგანს ქართულ ენაზე ასწავლიდნენ. ვინაიდან მაშინ ქართულ ენაზე სახელმძღვანელოები არ მოიპოვებოდა, ქართული განყოფილების კლასების დახურვის ან რუსულ კლასებთან შეერთების გამო, ზაქარია კანდელაკი თავად თარგმნიდა ამ საგნების სახელმძღვანელოებს.

   ზაქარია კანდელაკი სახალხო სკოლების მასწავლებლებს ხელმძღვანელობდა, რომლებსაც საზაფხულოდ თბილისში იწვევდენ სხვადასხვა სამეურნეო დარგის გასაცნობად, შესასწავლად და ხალხში გასავრცელებლად. სახელოსნო სკოლასთან არსებობდა საკვირაო სკოლაც, სადაც კანდელაკი აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მას თბილისის ქალთა პროფესიონალური სკოლის დაარსებაშიც აქვს თავისი წვლილი შეტანილი. მან ვრცელი მოხსენება შეადგინა თუ როგორ იყო მოწყობილი საზღვარგარეთ ქალთა პროფესიონალური სასწავლებლები.

    ზაქარია კანდელაკი, ქართული წიგნების გამომცემელ საზოგადოების დაარსების ერთ-ერთი ინიციატორიც გახლდათ. 

   1896 წელს, თბილისის საბაღოსნო სკოლაში მსახურობის დროს, კანდელაკი რუსეთში მივლინებით გააგზავნეს ნიჟნინოვგოროდის დიდ სამრეწველო გამოფენაზე, სადაც სამეურნეო განყოფილების თავმჯდომარემ, პროფესორმა ტერსკიმ და მისმა თანაშემწემ, პროფესორმა კოვენკომ, მას სახალხო სკოლების მასწავლებლების ხელმძღვანელობა მიანდეს, თუ როგორ უნდა მოწყობილიყო სკოლებში სახელოსნო და სამეურნეო განყოფილებები სხვადასხვა დარგისა, რაც ზაქარია კანდელაკმა სათანადოდ შეასრულა და მიღებულ იქნა დადგენილება, თითქმის ყველა სახალხო სკოლაში აღნიშნული განყოფილებების გახსნის თაობაზე.

   ზაქარია კანდელაკს დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგაზრდობის კულტურული აღზრდა-განვითარების საქმეში, იგი ამ საქმის ინიციატორი გახლდათ.   კავკასიაში არ მოიპოვება არცერთი მივარდნილი კუთხე, სადაც არ მოღვაწეობდნენ მის მიერ აღზრდილი ახალგაზრდები, იქნებოდა ეს კულტურული თუ პროფესიონალური საქმიანობა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1895-)

Bibliography


Share: