The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ლევან დიმიტრის ძე ფავლენიშვილი

ლევან დიმიტრის ძე ფავლენიშვილი
Date of birth:3 June, 1872
Date of death:1956  (at 83 years)
Category:Medical Doctor, Public Figure

Biography

   ლევან ფავლენიშვილი დაიბადა 1872 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში დიმიტრი ფავლენიშვილისა და მარიამ ოქროპირიძის ოჯახში.

   გორის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ჯერ ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ ხარკოვის უნივერსიტეტში. იმ პერიოდში ხარკოვის უნივერსიტეტი სერიოზული განათლების ცენტრი იყო, მაგრამ სტუდენტობას ცარიზმის მკაცრ რეჟიმში უხდებოდა სწავლა. იგი გახლდათ  „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სტიპენდიანტი.

   1901 წელს ნიკოლოზმა ხარკოვის უნივერსიტეტი დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც კახეთში, ქვემო მაჩხაანის ქსენონის გამგედ დაიწყო მუშაობა. ამ დროს სიღნაღის მაზრის ექიმი გახლდათ ნიკოლოზ ჯანდიერი, რომელიც ამ რეგიონის დიდი მოამაგე გახლდათ. ლევან ფავლენიშვილმა, ჯანდიერთან ერთად, მონაწილეობა მიიღო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებაში და 1910 წლიდან ამ საზოგადოების თავმჯდომარეც გახლდათ.

    „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ამ განყოფილებასთან არსებობდა სასკოლო და ადმინისტრაციული კომისიები. მისი ინიციატივით სიღნაღში გაიხსნა წიგნის მაღაზია, მევახშეებისგან ქიზიყელი გლეხების დასაცავად დაარსდა სასოფლო-სამეურნეო ბანკი, სიღნაღის „საურთიერთო კრედიტის საზოგადოება“ და ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილება.

    1912 წლის 20 აპრილს სიღნაღში გაიმართა „თეთრი ყვავილის“ - ჭლექთან ბრძოლის დღე. ტარდებოდა სხვადასხვა ღონისძიებები, ყიდდნენ ყვავილებს, იმართებოდა საღამოები და შემოსული თანხა ტუბერკულიოზთან მებრძოლ საზოგადოებას ეგზავნებოდა.

    1913 წელს ფავლენიშვილების ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და გახსნა საავადმყოფო. მუშაობდა ქალაქის სხვადასხვა პოლიკლინიკებში და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების პოლიკლინიკას.

   1914-1918 წლებში, როგორც ექიმი, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში.

    ლევან ფავლენიშვილს, ნიკოლოზ ჯანდიერთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის გახსნის საქმეში. იგი ამავდროულად აფინანსებდა 10 სტუდენტის სწავლას.

    ლევან ფავლენიშვილი გარდაიცვალა 1956 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების თავმჯდომარე (1910-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების წევრი (1910-)

Awards and Honors

  • საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N31

Share: