The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ისაია იოველის ძე ფურცელაძე

ისაია იოველის ძე ფურცელაძე
დაბადების თარიღი:1851
გარდაცვ. თარიღი:1924  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი მერეთი, ხაშილაურის ბაღები
კატეგორია:აგრონომი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ისაია ფურცელაძე დაიბადა 1851 წელს გორის მაზრის სოფელ მერეთში.

   ისაიამ აგრონომიული განათლება საფრანგეთში მიიღო. სწავლის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ჩამოიტანა ხეხილის ახალი ჯიშები და ნამყენები და თავის სოფელში, საგვარეულო კარმიდამოში, ხეხილის ბაღების გაშენება დაიწყო. იმდროინდელ პრესაში შემონახულია ინფორმაცია ისაია ფურცელაძის ხეხილის ბაღებზე, სანერგე მეურნეობასა და სამეურნეო სკოლაზე.

    „ცნობილ მეურნეს ისაია ფურცელაძეს გორის მაზრის სოფელ მერეთში ფრიად კეთილი საქმე დაუწყია: უზარმაზარ ჭალაში, რომელიც სამოც დესატინას შეიცავს, აშენებს ხილის დიდ სასოფლო ბაღს თავის ხარჯებით. ბ-ნ ფურცელაძეს გადაწყვეტილი აქვს, აქვე დააარსოს სამეურნეო სასწავლებელიმ რომლის ხარჯიც დაიფარება ამ უზარმაზარი ბაღის შემოსავლით“ – „სასოფლო გაზეთი“, 1914 წ.

   ისაია ფურცელაძე გახლდათ სახალხო მასწავლებელი და საქართველოში მეხილეობის ერთ-ერთი პიონერი. მის სახელს უკავშირდება ისეთი ახალი ჯიშების გამოყვანა, რომლებსაც დღესაც აშენებენ. მას ხეხილის ბაღში 200-მდე ჯიში ჰქონდა დარგული: მსხლის ჯიშები — ჟოზეფინა დე-მალინ, მადამ დიუპუი, შარლ კონიე, ბერგამოტ ესპერინა (მსხალი), ვაშლისა — ბანანი, ლანზბერგის რენეტი, ვაგნერის რენეტი, ედელბემერი (ტიროლისა), ვაშლის სხვადასხვა ჯიშის დამყნობით „მერეთულა“ გამოიყვანა.

   ისაია გარდა მეხილეობისა, ჩაბმული იყო ქვეყნის კულტურულ საქმიანობაშიც. იგი მართავდა თატრალურ წარმოდგენებს. 1885 წელს, მისი ხელმძღვანელობით, ლიზა ჩერქეზიშვილმა პირველად ითამაშა აქვსენტი ცაგარელის „ხანუმაში“.

   1900 წლიდან ისაია ფურცელაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

    ისაია ფურცელაძე გარდაიცვალა 1924 წელს სოფელ მერეთში და თავისივე ანდერძის თანახმად დაკრძალულია მის მიერ გაშენებულ ხაშილაურის ბაღებში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-1918)

გააზიარე: