Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
იაკობ ოქროპირის ძე ფხაკაძე (დეკანოზი)![]()
Biographyიაკობ ფხაკაძე დაიბადა 1850 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ფარცხანაყანებში გლეხის ოჯახში. მისი ბაბუა გახლდათ მღვდელი და ძმებიც სასულიერო პირები იყვნენ: დეკანოზი ფილიპე, მღვდელი ტრიფონი, მღვდელი ლუკა. იაკობმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1874-1879 წლებში ყაზანის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. წლების მანძილზე იყო ერევნის ვაჟთა გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი და "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ერევნის განყოფილების თავმჯდომარე. 1915 წელს ერევნის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1915 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1915 წელს ერევნის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1919 წლის იანვარში "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მთავარი გამგეობის სხდომამ ერევნის განყოფილების თავმჯდომარის მამა იაკობის განცხადება განიხილა ამ განყოფილების გაუქმების შესახებ. იაკობ ფხაკაზე გარდაიცვალა 1920-იან წლებში. ზუსტი თარიღი უცნობია. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |