The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იოანე ანტონის ძე კაპანაძე (დეკანოზი)

იოანე ანტონის ძე კაპანაძე
Date of birth:18??
Date of death:192?
Category:Religious leader

Biography

   იოანე კაპანაძის დაბადების თარიღი უცნობია.

   მე-19 საუკუნის 80-იან წლებში გორის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. 

   1891 წელს სიონის საკათედრო ტაძარში გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, მალევე  მღვდლად დაასხა ხელი და ორტევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაინიშნა.

   1892 წელს გორის მაზრის მე-9 ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

   1894 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1898 წელს სკუფია უბოძეს.

   1900 წელს მამა იოანე გორის ოქონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში დაინიშნა მთავარხუცესის თანამდებობის შენარჩუნებით.

   1901 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1904 წელს გორის მაზრის I ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს.

   1906 წელს გორის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

   1907 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1909 წელს დეკანოზის ხარისხში აიყვანეს.

   1910 წლიდან მამა იოანე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გორის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1911 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა.

   1915 წლის აღდგომას წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

   1918 წელს ენქერი უბოძეს. 

    მამაიოანეს ჰყავდა მეუღლე ეკატერინე იოანეს ასული და შვილები: ქეთევანი, ილარიონი, პელაგია და დათიკო.

    მამა იოანეს გარდაცვალების თარიღი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1910-1915)

Awards and Honors

  • 1911 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1907 - სამკერდე ოქროს ჯვარი

Bibliography


Share: