The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სიმონ ნიკოლოზის ძე კასრაძე

სიმონ ნიკოლოზის ძე კასრაძე
Date of birth:1864  (160 years)
Category:Educator

Biography

   სიმონ კასრაძე დაიბადა 1864 წელს ქალაქ გორში. გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლის დროს დააარსა მომღერალთა გუნდი და ხელმძღვანელობდა სცენის მოყვარეთა დრამწრეს, რითაც ემსახურებოდა მოზარდი თაობისა და მშრომელი მოსახლეობის გათვითცნობიერებას.

    1885 წელს სიმონ კასრაძე გორის სამასწავლებლო სემინარიაში სწავლის შემდეგ ერევნის სამასწავლებლო სემინარიაში გალობის მასწავლებლად გამწესდა, სადაც 1918 წლამდე დაჰყო. ამ დროის განმავლობაში სომეხთა საზოგადოებასა და მშრომელთ აცნობდა ქართულ მხატვრულ კულტურას, ხშირად უმართავდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებით დამშვენებულ საღამო-კონცერტებს და ავრცელებდა ქართულ გამოცემებსა.

   1918 წლიდან გალობის მასწავლებლად მუშაობდა გორის სამასწავლებლო სემინარიასა და პედტექნიკუმში და პარალელურად საქართველოს საარქივო მთავარ სამმართველოს რწმუნებულად მუშაობდა. გორში მომხდარი მიწისძვრის დროს დაღუპვას გადაარჩინა სემინარიის დიდძალი ქონება და საარქივო მასალა. გორის რაიონში მრავალგზის მართავდა საქველმოქმედო კონცერტებსა და სხვა ღონისძიებებს.

   სიმონ კასრაძეს, ხალხში საუკეთესო მუშაობისთვის, რამდენჯერმე იქნა დაჯილდოვებული საქართველოს სსრ განსახკომისა და გორის განათლების განყოფილების მიერ.

    1935 წელს, საქართველოს კომუნისტური პარტიის გორის რაიკომის ხელმძღვანელობით, გორის მშრომელებმა სიმონ კასრაძეს 50 წლის სამასწავლებლო და საზოგადოებრივი დამსახურების იუბილე გადაუხადეს.

   სიმონ კასრაძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ერევნის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1906-)

Bibliography


Share: