The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ანასტასია რაფიელის ასული კახიძე

ანასტასია რაფიელის ასული კახიძე
Legal name:ანასტასია რაფიელის ასული ერისთავი
Date of birth:8 April, 1869
Date of death:1951  (at 81 years)
Category:Public Figure

Biography

   ანასტასია ერისთავი დაიბადა 1869 წელს რაფიელ ერისთავის ოჯახში. 

   ანასტასია გახლდათ ვასილ კახიძი მეუღლე. ჰყავდათ ორი ქალიშვილი - მაია და ელენე კახიძეები. მაია კახიძეს განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული, მშობლიურის გარდა სრულფასოვნად ფლობდა რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებს, მისი თარგმნილია ალ. ყაზბეგის ,,ელბერდი" რუსულ ენაზე. მის მეუღლეს, გიორგი (ბიჭიკო) ყიფიანს, განათლება ასევე ევროპაში ჰქონდა მიღებული. მეუღლეებს ჰყავდათ ერთი ვაჟი - გიორგი (პიკო) ყიფიანი. მაია კახიძის მეუღლე სრულიად უსაფუძლოდ 1937 წელს რეპრესიებს შეეწირა.  

   ანასტასია კახიძე გარდაიცვალა 1951 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი (1912-)

Share: