The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე

ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე
Date of birth:5 September, 1862
Date of death:1953  (at 90 years)
Category:Educator, Publicist, Public Figure

Biography

   ბესარიონ კელენჯერიძე დაიბადა 1862 წლის 5 სექტემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ ტაბაკინში ღარიბი გლეხის ოჯახში.

   ბესარიონი წავლობდა სოფელ ცხრაწყაროს სკოლაში, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1881 წელს წარჩინებით დაამთავრა. ამის შემდეგ ჩააბარა ქუთაისის პროგიმნაზიაში და დაამთავრა გიმნაზიის 7 კლასი. სიღარიბის გამო იძულებული იყო სწავლისთვის თავი დაენებებინა.

   ბესარიონ კელენჯერიძემ მოიპოვა სახალხო მასწავლებლის წოდება და 1885 წლიდან ზესტაფონის სხვადასხვა სკოლებში მასწავლებლად მუშაობდა.

   1890-იანი წლებიდან ბესარიონი დაუახლოვდა ეგნატე ნინოშვილს, მასთან ერთად მუშაობდა, იყო მისი უახლოესი მეგობარი და რევოლუციონერ მუშაკთა დასახმარებლად შეგროვილი თანხის საიდუმლო სალარო ებარა.

    1896-1900 წლებში ხშირად იწვევდნენ მასწავლებელთა გადასამზადებელ კურსებზე მათემატიკასა და რუსულ ენაში საჩვენებელი გაკვეთილების ჩასატარებლად.

   1909 წლიდან გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ყვირილას განყოფილების წევრი და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში.

   ბესარიონ კელენჯერიძის თაოსნობით ზესტაფონში გაიხსნა ლიტერატურით მდიდარი წიგნთსაცავ-სამკითხველო, იგი იყო შენობის ამგები კომისიის წევრი და მუშაობდა სრულიად უსასყიდლოდ.

   1900-1905 წლებში მონაწილეობდა ზესტაფონის თეატრის მშენებლობაში.

   1907-1916 წლებში, თავმჯდომარეობდა ზესტაფონის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიების დაარსებას. ასევე მონაწილეობდა მრავალი სკოლისა და სამკითხველოს დაარსებაში.

   1922-1928 წლებში იყო ქალაქის საბჭოს აქტიური წევრი და აქვეყნებდა აღმზრდელობითი ხასიათის ლექსებსა და წერილებს რაიონულ გაზეთ "ლენინელში".

    1932-1935 წლებში ფერომარგანეცის მუშებს ასწავლიდა წერა-კითხვას, ზესტაფონის მოზრდილთა საშუალო ათწლედში მასწავლებლად მუშაობდა და საზოგადო-კულტურულ საქმიანობასაც ხელმძღვანელობდა.

   ბესარიონ კელენჯერიძე გარდაიცვალა 1953 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ყვირილას განყოფილების გამგეობის წევრი (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ყვირილას განყოფილების წევრი (1909-)

Awards and Honors

  • 1946 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: