The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სიმონ მერაბის ძე კვიტაშვილი

Date of birth:18??
Category:Lawyer

Biography


 სიმონ მერაბის ძე კვიტაშვილმა XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი და იურისტის დიპლომით დაბრუნდა საქართველოში. დედა მართა (მათიკო) თავად პლატონ მიქელაძის ასული იყო. სიმონს და მართას ოთხი შვილი – ნინო, მერაბი, თამარი და ვახტანგი შეეძინათ. მალე სიმონი ბაქოში გადავიდა სამუშაოდ. ის აკაკი ხოშტარიას საზოგადოება "რუპენტოს" (Русско-персидское нефтияное товаричество) ხუთი დირექტორიდან ერთ–ერთი იყო. I მსოფლიო ომის წინ ბაქო მსოფლიო სანავთობე ინდუსტრიის ცენტრი იყო. იმ პერიოდში იქ თავი მოიყარეს ნავთობის ინდუსტრიის პირველხარისხოვანმა ქართველმა ფინანსისტებმა და იურისტებმა. სვიმონ კვიტაშვილი, მეუღლესთან ერთად, აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. 
ბაქოში კვიტაშვილების ბავშვებს გუვერნანტები ასწავლიდნენ ფრანგულს და გერმანულს. 

1919 წელს კვიტაშვილების ოჯახი დროებით ლონდონში გადასახლდა და გვარად "კეი" მიიღო

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების მუდმივი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი (1909-1912)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Share: