Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
დავით ერდიშხანის ძე ქარცივაძე![]()
Biographyდავით ქარცივაძე დაიბადა 1881 წელს გურიაში. იგი იყო პოეტი, სამხედრო პირი, რევოლუციონერი. ჯერ კიდევ იუნკერთა სასწავლებელში სწავლისას ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1898 წლიდან "მეჩონგურის" ფსევდონიმით თანამშრომლობდა სოციალისტური მიმართულების ჟურნალ-გაზეთებთან. მისი ლექსები იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის "ივერიაში". 1905 წლის რევოლუციის დროს დავითი სარიყამიშში ასრულებდა პორუჩიკის თანამდებობას. ამ დროს ის უკვე სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნოდა. დავითმა აიღო შვებულება და გამოემგზავრა საქართველოში, სადაც აქტიურათ ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. დეკემბრის აჯანყების დროს დავით ქარცივაძე დასავლეთ საქართველოში სამხედრო ხელმძღვანელათ ითვლებოდა. 1905 წლის ოფიცრობა ამ მოძრაობას აშკარად მტრობდა და მეფის მთავრობას ეკედლებოდა. ამიტომაც იყო, როცა ხალხი დამარცხდა და ალიხანოვ-კრილოვებმა საქართველო აიკლეს, დათიკო შეიპყრეს, მოათავსეს მეტეხის ციხეში და მოუნდომეს გაუსამართლებლათ დახვრეტა. მხოლოდ მეფის მოადგილის წინაშე გავლენიან პირთა ჩარევამ იხსნა ამ განსაცდელისაგან თავდადებული მებრძოლი. 1906 წ. იგი კვლავ დააპატიმრეს. 1907 წელს აჰყარეს ოფიცრის წოდება და 4 წლით კატორღა მიუსაჯეს. 1917 წლის რევოლუციამ ირკუტსკის ოლქში მიუსწრო და იგი განთავისუფლდა ამ მძიმე სასჯელისაგან. დავითი სამშობლოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება არალეგარულ საქმიანობაში. 1922 წელს დავით ქარცივაძე დააპატიმრეს და 1924 წელს დახვრიტეს. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |