The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ იოთამის ძე ქარცივაძე

ნიკოლოზ იოთამის ძე ქარცივაძე
Date of birth:1884
Date of death:9 July, 1937  (at 53 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Public official, Lawyer, Politician

Biography

   ნიკოლოზ ქარცივაძე დაიბადა 1884 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ გოგიეთში. მიღებული ჰქონდა უმაღლესი იურიდიული განათლება ჟენევაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის საგეგმო სექტორის უფროს ეკონომისტად. 

    ნიკოლოზ ქარცივაძე 1904–1917 წლებში იყო რსდმპ (ბ) წევრი, 1918 წლიდან 1925 წლამდე მენშევიკური პარტიის წევრი და 1925 წლიდან - უპარტიო.

    1914 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი.

    საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში.

    1922 წელს ნიკოლოზ ქარცივაძე დააპატიმრეს როგორც „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ (ე.წ. „პარიტეტული კომიტეტი“) თავმჯდომარე.

   1934 წელს გადასახლებული იყო და ვადის მოხდის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში.

   1936 წლის 1 ნოემბერს დააპატიმრეს და გაასამართლა საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სპეციალურმა სესიამ. ბრალად ედებოდა, რომ იყო საქართველოს მენშევიკური პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი და ხელმძღვანელი. საქართველოს გასაბჭოების წლებში აწარმოებდა აქტიურ ბრძოლას, იყო პარიტეტული კომიტეტის წევრი, მონაწილეობდა შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში. ქარცივაძე იყო კონტრრევოლუციური მავნებლური ორგანიზაციის წევრი საქართველოს მეაბრეშუმეობაში, ახორციელებდა მავნებლურ საქმიანობას. მხილებულია კონტრრევოლუციური ორგანიზაციის დაპატიმრებული წევრების, . . ცქიტიშვილის, . . ჭიჭინაძის, . . ნიჟარაძის და . . ხუნდაძის ჩვენებებით, რომ მას ჰქონდა ახლო კავშირი აქტიურ ტროცკისტებთან - . მდივანთან, . მდივანთან და სხვებთან.

    სსრკ უზენაესი სასამართლოს სპეციალური სესიის 1937 წლის 9 ივლისის განაჩენით მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა, რომელიც იმავე დღეს სისრულეში იქნა მოყვანილი, ხოლო მისი მეუღლე - თამარ შარაშიძე (ქრისტინე შარაშჭიძის და) შუა აზიაში გადაასახლეს.  

    რეაბილიტირებულია 1958 წლის 15 დეკემბერს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-1916)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, გაბაშვილის ქ. № 6

Share: