The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



შალვა გერასიმეს ძე ქიქოძე

შალვა გერასიმეს ძე ქიქოძე
Date of birth:27 May, 1894
Date of death:7 November, 1921  (at 27 years)
Burial location:გერმანია
Category:Painter

Biography

    შალვა გერასიმე ძე ქიქოძე დაიბადა 1895 წლის 27 მაისს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში, გარდაიცვალა 1921 წელს გერმანიაში. იგი იყო ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი.

     1902 წელს შალვა ქიქოძე მიაბარეს თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც ზედამხედველმა გიმნაზიის შენობაში მას გამოუყო ოთახი სახელოსნოდ, სადაც ხატავდა ხოლმე... გიმნაზიაში სწავლი წლები იყო რევოლუციური სულისკვეთების აღმავლობის წლები. ახალგაზრდა მხატვარი არ რჩება გულგრილი ამ მოძრაობის მიმართ. იგი აკეთებს სასწავლებელში მოღვაწე რეაქციონერი პედაგოგების კარიკატურებს.

    გიმნაზიაში სწავლის პერიოდში შალვა ქოქიძემ რუსულიდან თარგმნა და თვითონვე დაასურათა სერ არტურ კონან დოილის ,,შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი.” 1912 წელს იგი ქმნის ილუსტრაციებს ამირანის თქმულებისათვის.

    ქართული გიმნაზიის სრული კურსის დამთავრების შემდეგ 1914 წელს შალვა ქიქოძე ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოების” წევრი ხდება და სწორედ ამ საზოგადოების მიერ დანიშნული სტიპენდიით  მოსკოვში გაემგზავრა და ჩაირიცხა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. შალვა ქიქოძე პარალელურად გამოცდებს აბარებს მოსკოვის ,,ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების” ინსტიტუტში, თუმცა ორი წლის მანძილზე ვერ ახერხებს აქ მოხვედრას.

     1915  წელს, ფსევდონიმით ,,შალიკო", მხატვრის პირველი მეგობრული შარჟი გამოჩნდა. მას შემდეგ ცნობილი რუსი მხატვრების: მელნიკოვის, ჩელის მილიუტინის და სხვათა მეგობრული შარჟების გვერდით სისტემატურად ქვეყნდებოდა ახალგაზრდა ქართველის მახვილი კარიკატურები, ჩანახატები და მეგობრული შარჟები.

    1916 წელს შალვა ქიქოძე ჩაირიცხა მოსკოვის სამხატრო სასწავლებელში ფერწერის ჯგუფში. სადაც მან  2 წელი ისწავლა.

    1916 წელს არდადეგებზე საქართველოში ჩამოსული ქიქოძე თავისი უფროსი მეგობრის, დიმიტრი შევარდნაძის მიერ ჩამოყალიბებული პირველი პროფესიული საზოგადოებრივ-კულტურული ორგანიზაციის ,,ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” საქმიანობაში ერთვება.

     1918 წელს შალვა ქიქოძე სამშობლოში ბრუნდება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ერთვება. ამავე წლის ბოლოს მას „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მდივნად ირჩევენ. მისი კარიკატურები იბეჭდებოდა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალებში „ლახტი“ და „ეშმაკის მათრახი“, ასევე თეატრალურ ჟურნალებთან ,,თეატრი და ცხოვრება,” ,,თეატრი და მუსიკა,” ი. ლვოვისა და დ. ტამუროვის რედაქტორობით გამოცემულ რუსულენოვან ჟურნალ  „ხელოვნებაში“.
    1918 წელსვე მხატვარი რეჟისორ გიორგი ჯაბადარის მიწვევით მის მიერ ჩამოყალიბებული სტუდიის სპექტაკლებს აფორმებს. ცნობილია, რომ ქმნის დეკორაციებს ჯაკოსის პიესისათვის „ვითა ფოთლები“ და ბრიეს მუსიკალურ დრამისათვის „სარწმუნოება“. სამწუხაროდ, დეკორაციები არ შემორჩენილა.

    სამშობლო მხარის, მისი ბუნებისა და ხალხის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის უკეთ შეცნობის მიზნით, შალვა ქიქოძე ხშირად მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. იგი მონაწილეობას იღებს ,,საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა” და ,,ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” მიერ ერთობლივად მოწყობილ პირველ სამხატვრო-სამეცნიერო ექსპედიციაში XV საუკუნის ძეგლის, ნაბახტევის ეკლესიის მხატვრობის პირების გადმოსაღებად. ამას გარდა, მხატვარმა ცხენით შემოირა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, კახეთი, აჭარა... მხატვრის დღიურებმა ამ მოგზაურობებით გამოწვეული ემოციური შთაბეჭდილებები შემოგვინახა.

     ლადო გუდიაშვილი წერდა: „ …ნამდვილი, ხალასი ნიჭის, ახალგაზრდა იყო, მკვირცხალი ბუნების, გამხდარი, მაღალი, ლამაზი, ენამახვილი, განათლებული… ჰქონდა კიდევ ერთი საინტერესო თვისება – ცხოვრების იუმორის პრიზმაში დანახვის უნარი…“. სწორედ იუმორის შეგრძნების განსაკუთბულმა უნარმა განაპირობა მხატვრის აქტიური თანამშრომლობა მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თეატრალურ ჟურნალში „Рампа и жизнь
     სერგო კლდიაშვილი წერდა: „შალვა ქიქოძე ღრმად ერუდირებელი ახალგაზრდა გახლდათ, არაჩვეულებრივად ერკვეოდა ხელოვნების ისტორიაში, შესანიშნავად იცნობდა იმ დროინდელ ფრანგულ ხელოვნებას...“
    1919 წელს მხატვარი მონაწილეობას იღებს თბილისში ,,დიდების ტაძარში” გამართულ მასშტაბურ გამოფენაში.
    1920 წლის 13 იანვარს ,,ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” მიერ დანიშნული სტიპენდიით შალვა ქიქოძე სხვა ნიჭიერ მხატვრებთან ერთად სასწავლებლად პარიზში მიემგზავრება.
    1921 წელს მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელი მხატვრების საზოგადოების ყოველწლიურ გამოფენაში. მისი გამოფენები მოეწყო სხვადასხვა გალერეებში: „ლა ლიკორნსა” და „დამოუკიდებელთა სალონში.

     1921 წელს ჭლექით დაავადებული შალვა ქიქოძე პარიზიდან გერმანიაში, კერძოდ ფრაიბურგში მიემგზავრება, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

    1921 წლის 7 ნოემბერს ფრაიბურგის ქართველობამ საქართველოდან შორს, გერმანიის მიწა-წყალს მიაბარა შალვა ქიქოძე.
     შალვა ქიქოძის ნამუშევრები სამშობლოში მხატვრის მამამ და დავით კაკაბაძემ დააბრუნეს. 

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-)

Share: