The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნოე ზომლეთელი

ნოე ზომლეთელი
ოფიციალური სახელი:ნოე ალმასხანის ძე ქურიძე
სხვა სახელი:Анович  (ფსევდონიმი)
ალიხანი  (ფსევდონიმი)
ენუქა  (ფსევდონიმი)
მეზობელი  (ფსევდონიმი)
ნარ-ქანი  (ფსევდონიმი)
ნიანგი  (ფსევდონიმი)
ონისიმე  (ფსევდონიმი)
შოთაძე  (ფსევდონიმი)
ჭოგვრიტი  (ფსევდონიმი)
ჰაზირა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1880
გარდაცვ. თარიღი:12 ივნისი, 1938  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, კუკიის სასაფლაო
კატეგორია:პედაგოგი, პოეტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ნოე ზომლეთელი დაიბადა 1880 წლის 5 იანვარს ოზურგეთის მაზრის სოფელ ზომლეთში, ღარიბი გლეხის ალმასხან ქურიძის ოჯახში. სწავლობდა სოფელ ფარცხმის ერთკლასიან და სოფელ ბასილეთის ორკლასიან სკოლებში. სიღარიბის გამო სწავლის გაგრძელება ვერ შესძლო და სახლში სასოფლო-სამეურნეო შრომას მიჰყო ხელი.

    1893 წელს მუშაოობა დაიწყო სოფელ აკეთის ბიბლიოთეკაში, სადაც სამი წელი იმუშავა და დაუახლოვდა მასწავლებელ აკაკი გეგეჭკორს, რომელმაც სამასწავლებლო განათლების მიღება ურჩია და სწავლის ფულის შეგროვებაშიც დაეხმარა.

     1896 წელს ხონის საოსტატო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1900 წელს დაამთავრა და რომლის დამთავრების შემდეგ ერთი პერიოდი, დასავლეთ საქართველოში, გურიის უმდიდრეს სახალხო ბიბლიოთეკაში მსახურობდა, რომელიც ისიდორე რამიშვილმა, არსენ წითლიძემ და გიორგი ბოკერიამ დააარსეს. ამ ბიბლიოთეკაში შეისწავლა ნოემ ქართული ენა და ლიტერატურა, რამაც დიდი გავლენა იქონია მის შემდეგ განვითარებასა და მოღვაწეობაზე.

    1899 წელს პირველი ლექსი გამოაქვეყნა და თანამშრომლობდა გაზეთ „კვალში“.

    ნოე ზომლეთელი პარტიულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში ცხრაასიანი წლებიდან მონაწილეობდა. 1907 წელს  გურიის მასწავლებელთა კრებამ იგი თავმჯდომარედ აირჩია, საიდანაც დელეგატად გაიგზავნა თბილისის მასწავლებელთა კავშირის გამაერთიანებელ კრებაზე.

     1900-1903 წლებში მასწავლებლად მუშაობდა სოფელ ასკანაში, სადაც მოსე ნინიძესთან ერთად შექმნა საიდუმლო წრე. 1905 წელს გურიის გლეხთა გამოსვლების დროს ლანჩხუთსა და ნიგოითში პროპაგანდისტად მუშაობდა და იყო აჯანყებულთა რაზმის წევრი, მონაწილეობდა ნასაკირალის ბრძოლაში, იცავდა სუფსის მარჯვენა ნაპირს.

    1906-1907 წლებში სოფელ აცანაში მასწავლებლობდა, სადაც 1907 წელს, ტოლმაჩოვის ბრძანებით დააპატიმრეს და ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ სახალხო სკოლების დირექციის შუამდგომლობით, როგორც კარგ მასწავლებელელს, სასჯელი გურიიდან გასახლებით შეუცვალეს.

     1908-1912 წლებში სოფელ ცაისში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა, სადაც დააარსა ბიბლიოთეკა და მონაწილეობდა ზუგდიდის მაზრის კულტურულ ცხოვრებაში.

     1912 წლიდან, ნოე ზომლეთელ, სოხუმის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სკოლაში ქართულ ენასა და მათემატიკას ასწავლიდა, 1915 წლიდან სოხუმის ქალთა გიმნაზიაში, ხოლო 1918 წლიდან სოხუმის სამასწავლებლო სემინარიაში, სადაც სემინარიის სამეურნეო ნაწილის გამგე-თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებდა.

     1920-1921 წლებში სოხუმში გაზთ „სიმართლის ხმას“ ხელმძღვანელობდა, ხოლო 1921 წელს აფხაზეთის ოფიციალური ორგანოს ხელმძღვანელი იყო.

     1921 წლიდან ზომლეთელი ოზურგეთის მაზრის განათლების განყოფილების თავმჯდომარედ მუშაობდა და ამავე დროს გახლდათ გაზეთ „განახლებული გურიის“  რედაქტორი.

    1922 წლიდან აჭარის საოლქო კომიტეტის ორგანოს „პროლეტარულ ბრძოლას“ ხელმძღვანელობდა. 1923-1924 წლებში ჟურნალ „ნიანგის “ რედაქტორი გახლდათ.

     1924 წელს ლექსების პირველი კრებული გამოაქვეყნა. წერდა საბავშვო ლექსებსა და მოთხრობებს, იუმორისტულ ამბებს, სატირულ-იუმორისტულ ლექსებს, ფელეტონებს, კორესპონდენციებსა და პოემებს. მისი ლექსები მებრძოლი სულისკვეთებით გამოირჩეოდა.

     1927 წლიდან საქართველოს რევოლუციურ მუზეუმში მუშაობდა.

     ნოე ზომლეთელი გარდაიცვალა 1938 წლის 12 ივნისს თბილისში და დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრი (1913-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: