The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იაგორ გიორგის ძე ღუდუშაური

იაგორ გიორგის ძე ღუდუშაური
Date of birth:18??
Date of death:1938
Burial location:ყაზბეგი
Category:Writer, Publicist, Public Figure

Biography

   იაგორ ღუდუშაურის დაიბადა სოფელ სტეფანწმინდაში.

   იაგორი სიყრმიდანვე ალექსანდრე ყაზბეგთან ერთად იზრდებოდა და მისი ნათლულიც იყო. ერთად იყვნენ ცხვარში მწყემსად. სწორედ მისგან ისწავლა წერა-კითხვა, წიგნების კითხვას შეეჩვია და თვითგანვითარებას შეუდგა.

    1890 წლიდან იაგორ ღუდუშაური გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი, ხოლო 1891 წლიდან ხევში, ილია ჭავჭავაძის მხარდაჭერით, ამ საზოგადოების აგენტად დაინიშნა და ანდრია კობაიძესთან ერთად, ხელი შეუწყო სტეფანწმინდაში სკოლის დაარსებას.

   იაგორი იყო ხალხური მოლექსე. ლექსებს ხალხურ კილოზე წერდა და „ივერიასა“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში ხევიდან კორესპონდენციებს აგზავნიდა.

   იაგორ ღუდუშაური წითელი არმისს შემოსვლისას, იარაღით ხელში, დარიალის ხეობის დამცველთა რიგებში იდგა.

   იაგორ ღუდუშაური გარდაიცვალა 1938 წელს და დაკრძალულია ხევში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1890-)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:ხევი

Share: