The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



რაფიელ (ფიდო) ნიკოლოზის ძე ყაზბეგი

რაფიელ (ფიდო) ნიკოლოზის ძე ყაზბეგი
Date of birth:1850
Date of death:1918  (at 68 years)
Category:Engineer, Public Figure, Military Person

Biography

   რაფიელ ყაზბეგი დაიბადა სტეფანწმინდაში პოდპორუჩიკ ნიკოლოზ ყაზბეგისა და სალომე დუდაროვას ოჯახში. მისი პაპა იყო სტეფანწმინდის მოურავი და ხევის გამგებელი გაბრიელ ყაზბეგი. იგი გახლდათ გენერალ გიორგი ყაზბეგის ძმა.

   1879 წლიდან რაფიელ ყაზბეგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1885 წელს რაფიელ ყაზბეგმა მარცვლეულის გასანიავებელი მანქანა შექმნა.

   1894 წლდან იგი გახლდათ თბილისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრი.

   რაფიელი იყო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ წევრი და ასევე კახეთის რკინიგზის აქციონერთა გამგეობის წევრი.

   რაფიელ ყაზბეგი გარდაიცვალა 1918 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1899)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი

Share: