The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვლადიმერ (ლადო) ადამის ძე ყარანგოზიშვილი

ვლადიმერ (ლადო) ადამის ძე ყარანგოზიშვილი
Date of birth:18??
Category:Public Figure

Biography

    ვლადიმერ ყარანგოზიშვილი დაიბადა დუშეთში, ადამ და სოფია ყარანგოზიშვილების მრავალსულიან ოჯახში, სულ 7 და-ძმა იყვნენ. ვლადიმერს ჰყავდა შოტლანდიელი მეუღლე კაროლინა მუატ და 6 შვილი, მათ შორის 2 ქალიშვილი.

    ვლადიმერ ყარანგოზიშვილის ძმისშვილი გახლდათ ცნობილი ივანე ვასოს ძე ყარანგოზიშვილი, რომელიც იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) ეროვნული არმიის როტმისტრი, "თეთრი გიორგი"–ს ჯვრის კავალერი, 1921–1924 წლების ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. 1922– 1923 წლებში გახლდათ "დამკომი"–ს სამხედრო ცენტრის რწმუნებული. ქაქუცა ჩოლოყაშვილის "შეფიცულთა რაზმის" წევრი. დახვრიტეს 1923 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დუშეთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1914-1917)

Share: