The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მიხეილ პავლეს ძე კინწურაშვილი

მიხეილ პავლეს ძე კინწურაშვილი
Legal name:მიხეილ ტოტის ძე კინწურაშვილი
Other name:Сирень  (Pseudonym)
ათავრენი-მა  (Pseudonym)
იალონი  (Pseudonym)
პეგიმარიონი  (Pseudonym)
ჟგიმარიონი  (Pseudonym)
შხეფელი  (Pseudonym)
იასამანი  (Changed name)
Date of birth:6 April, 1885
Date of death:4 January, 1955  (at 69 years)
Burial location:თბილისი, ვაკის სასაფლაო
Category:Interpreter, Writer, Educator, Publicist, Public Figure

Biography

   მიხეილ კინწურაშვილი დაიბადა 1885 წლის 7 აპრილს სამეგრელოს სოფელ შხეფში. წერა-კითხვა დედამ შეასწავლა, რომელმაც მშობლიური ენის სიყვარულა შთააგონა.

   მიხეილმა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და სწავლა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, საიდანაც 1904 წელს, გაფიცვაში მონაწილეობისათვის, გარიცხეს და სემინარიაც დახურეს. ამის შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა სწავლა, მაგრამ აქაურობაც მალე დაატოვებინეს, როგორც გაფიცვის ერთ-ერთ მეთაურთაგანს.

   1906 წელს, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მაგიერ, რევოლუციური ლექსების წერისა და სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, ციხეში ჩასვეს. ციხიდან თავდებით გაათავისუფლეს და გაზეთ „სხივში“ დაიწყო მუშაობა, სადაც ქრონიკის განყოფილებას განაგებდა.

   1907 წელს ხარკოვის უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, სიტყვიერების განყოფილებაზე ჩააბარა, მაგრამ, იმავე წელს, თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის წერილის საფუძველზე, შეიპყრეს და ტომსკში გადაასახლეს, საიდანაც უნებართვოდ დაბრუნდა ხარკოვში, 1912 წელს არალეგალური ცხოვრებით დაამთავრა უმაღლესი და აზერბაიჯანში, შუშის რეალურ სასწავლებელში რუსული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, სადაც 1916 წლამდე მოღვაწეობდა.

    1916-1917 წლებში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გორის ვაჟთა გიმნაზიაში დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო  1917-1919 წლებში იქვე, ქალთა გიმნაზიაში იგივე თანამდებობაზე.

   1919-1922 წლებში ფოთის გიმნაზიის დირექტორად გადაიყვანეს. აგრეთვე გახლდათ ფოთის ტექნიკუმის დირექტორი და განათლების განყოფილების გამგის მოადგილე. სამეგრელოში ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას.

     მიხეილ კინწურაშვილი რევოლუციის პირველ დღეებიდანვე, სხვადასხვა საზოგადოებრივ მოვალეობას ასრულებდა. იყო აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, მუშათა საბჭოს, გორის მაზრის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის, რევოლუციური ტრიბუნალის და თბილისის საბჭოს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ პედაგოგიურ ასპარეზზე განაგრძო მუშაობა.

    მიხეილ კინწურაშვილმა მწერლობა სიყრმიდანვე დაიწყო. პირველი ლექსი 1903 წელს ჟურნალ „მწყემსში“ დაბეჭდა. ჟურნალ „მოგზაურში“ გამოაქვეყნა მოთხრობები: „სამწუხარო განთიადი“ და „გამდელი“. თანამშრომლობდა ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებასთან“. წერდა თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთში, უმთავრესად კი სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებში. გარდა ლექსებისა კრიტიკულ  წერილებსა და ისტორიულ მასალებს აქვეყნებდა. თარგმნილი აქვს: ვიქტორ ჰიუგო, ალექსანდრე პუშკინი, მიხეილ ლერმონტოვი, ნიკოლოზ ნეკრასოვი, ტარას შევჩენკო და სხვები. ბერძნულიდან თარგმნა ჰომეროსის „ილიადა“.

   1928-1929 წლებში მუშაობდა  გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში.

   მიხეილ კინწურაშვილი გარდაიცვალა 1955 წლის 4 იანვარს და დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალურ–დემოკრატიული პარტია, წევრი (1905-)
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი (1914-)

Awards and Honors

  • 1946 - კიროვის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯილდო
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Bibliography


Share: