შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი![]()
ბიოგრაფიასიმონ კლდიაშვილი დაიბადა 1865 წელს ქალაქ ქუთაისში, რუსეთის არმიის პოლკოვნიკ გრიგოლ კლდიაშვილისა და მსახიობ ეფროსინე ყიფიანის (დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილი) ოჯახში. 1895 წელს დაამთავრა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი მოსკოვში. 1896–99 წლებში მუშაობდა ქალაქ სოხუმის არქიტექტორად. 1899 წელს შეადგინა თბილისის სათავადაზნაურო სკოლის (ქართული გიმნაზიის – ახლანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი) შენობის პროექტი და 1906 წლამდე ხელმძღვანელობდა მის მშენებლობას. 1902 წელს კაპიტალურად გადააკეთა და ახლანდელი ფასადით შეამკო ქობულაშვილების სახლი გრიბოედოვის ქუჩაზე (თბილისის სამხატვრო აკადემია). ააშენა მრავალი საცხოვრებელი სახლი. მისი ნამუშვრები ეკლექტიზმის სტილის ტიპიური ნიმუშია. გვხვდება რენესანსულ–ბაროკოული ფასადებიც. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართულ კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1902 წლიდან სიმონ კლდიაშვილი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. სიმონ კლდიაშვილი გარდაიცვალა 1920 წელს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 2015 წლის 3 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიხსნა სვიმონ კლდიაშვილის ბიუსტი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |