Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ზაქარია თევდორეს ძე ყიფშიძე (გენერალ-მაიორი)![]()
Biographyზაქარია ყიფშიძე დაიბადა 1873 წლის 22 მარტს სოფელ საღოლაშენში, მღვდლის თევდორე ყიფშიძის ოჯახში. იმერეთიდან ქართლში ჩამოსახლებული ყიფშიძეები სასულიერო წოდებას ეკუთვნოდნენ, მაგრამ თევდორე მღვდელის ვაჟებმა საზოგადოებრივ-სამეცნიერო და სალიტერატურო მოღვაწეობის სფეროში დაიმკვიდრეს ადგილი და სახელიც გაითქვეს. მამის გზას ოთხიდან არც ერთი ვაჟიშვილი არ გაჰყვა… ზაქარია ყიფშიძემ, ძმების მსგავსად, ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, ხოლო შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. საბოლოოდ მან სამხედრო გზა აირჩია და მოსკოვის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი დაამთავრა. 1894 წელს პოდპორუჩიკის ჩინი მიიღო, 1898-ში პორუჩიკის, 1902-ში შტაბსკაპიტანის, 1906-ში კაპიტნის, 1911 წელს პოდპოლკოვნიკის ჩინი, ხოლო 1915 წელს წარჩინებისთვის პოლკოვნიკის ჩინი მიანიჭეს. ზაქარია ყიფშიძემ საინტენდანტო კურსები პირველი თანრიგით დაამთავრა და გახლდათ კავკასიის მსროლელთა პირველი ბრიგადის ინტენდანტი. მონაწილეობდა 1904-1905 წლების რუსეთ იაპონიის ომში და პირველ მსოფლიო ომში. სამხედრო-საინტენდანტო აკადემიის დამთავრების შემდეგ, დროდადრო, საკუთარ ნაწარმოებებსა თუ წერილებს აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში. 1905-1917 წლებში ყიფშიძე მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის საინტენდანტო სამმართველოს მაგიდის უფროსად. 1918-1921 წლებში ზაქარია ყიფშიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად დაინიშნა, ხოლო 1920 წელს გენერლის წოდება მიანიჭეს. იგი დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლებითა და ორდენებით. 1921 წელს გენერალი ყიფშიძე სამხედრო სამსახურიდან გადადგა და ცხოვრობდა თბილისში. ზაქარია ყიფშიძე გარდაიცვალა 1938 წლის 26 მაისს ქალაქ თბილისში და დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |