Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ილია თევდორეს ძე ყიფშიძე![]()
Biographyილია ყიფშიძე დაიბადა 1882 წელს გორის მაზრის სოფელ სოღოლაშენში. 1908 წელს დაამთავრა რაინ-ვესტფალიის უმაღლესი ტექნიკური სკოლა ქალაქ აახენში. 1909 წლიდან ილია ყიფშიძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების ცხოვრებაში. 1919 წელს ილია ყიფშიძე თბილისის უნივერსიტეტში გერმანული ენის მასწავლებლად მიიწვიეს და იმავე წელს უნივერისტეტის პროფესორთა საბჭომ, სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობით, მინერალოგიის კათედრის ასისტენტად დაამტკიცა. 1928-1938 წლებში ყიფშიძე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობდა. მან, ალექსანდრე თვალჭრელიძესთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა კრისტალოგრაფიისა და მინერალოგიის სწავლებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მისი შრომებიდან აღსანიშნავია "გეომეტრიული კრისტალოგრაფია" და 1938 წელს მინერალოგიის პირველი სახელმძღვანელო, რომლის თანაავტორებიც არიან გ. გვახარია და გ. ძოწენიძე. ილია ყიფშიძე საქართველოში გეოლოგიური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ილია ყიფშიძე გარდაიცვალა 1953 წელს. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |