შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი (დეკანოზი)![]()
ბიოგრაფიაილია შანშიაშვილი დაიბადა 1864 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ჯუგაანში მღვდლის ოჯახში. 1887 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემიარია. 1892 წელს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ჩალაუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში განამწესა. 1894 წელს ბოდბისხევის ფერისცვალების სახელობის ტაძარში დაინიშნა. 1895-1904 წლებში ქვემო მაჩახაანის სამინისტრო სკოლაში საღვთოს სჯულს ასწავლიდა. 1896 წელს ტიბაანის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად განამწესეს. 1898 წლის მაისში საგვერდულით დაჯილდოვდა. 1904 წელს ჯუგაანის ჯვრის გამოჩინების სახელობის ეკლესიაში დაადგინეს და ამავე წელს ჯუგაანის ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლაში გამგედ და საღვთოს სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1910 წელს სკუფია უბოძეს. 1914 წელს კამილავკა ეწყალობა. მე-20 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში დეკანოზის წოდება მიენიჭა. ჰყავდა მეუღლე დარეჯან იოსების ასული და შვილები: ალექსანდრე, ელენე, ვასილი და ქეთევანი. იგი გახლდათ ცნობილი პოეტის სანდრო შანშიაშვილის მამა. ილია შანშიაშვილი გარდაიცვალა 1927 წლის 5 ივნისს და დაკრძალულია ჯუგაანის სასაფლაოზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |