Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
გრიგოლ ალექსანდრეს ძე შერვაშიძე (თავადი)![]()
Biographyგრიგოლ შარვაშიძე დაიბადა 1818 წელს. დაწყებითი განათლება მან დედის, კესარია ნიკოლოზის ასულ დადიანის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი სამხედრო სამსახურში შევიდა, რუსეთის ჯარის სამხედრო ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას და გახლდათ გენერალ-ლეიტენანტი. 1845 წელს ცოლად შეირთო თავად ელიზარ დადიანის ქალიშვილი აგატა. 1848 წლიდან იგი გახლდათ აბჟუის (აფხაზური ეთნიკური ჯგუფი) ოკრუგის მმართველი. 1877-1878 წლებში ენგურის საკავალერიო რაზმის მეთაურის თანამდებობას ასრულებდა. 1879 წლიდან გრიგოლ შერვაშიძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში. გრიგოლ შერვაშიძე იყო ზედმიწევნით განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი. იგი ცნობილია, როგორც აფხაზეთში, მშობლიურ ენაზე სასკოლო განათლების დამცველი. აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული სკოლების გახსნაში და მოსახლეობაში კულტურის დანერგვაში. მან აფხაზეთში ხელი შეუწყო სწავლა-განათლებასა და პროგრესს. 1865 წელს გრიგოლ შერვაშიძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პირველი აფხაზური ანბანის შექმნის საქმეში, აგრეთვე საზოგადოების აფხაზური ფილიალის შექმნისას მოსახლეობაში წიგნიერების გავრცელებაში. გრიგოლ შრვაშიძე აქტიურად იბრძოდა აფხაზების ეროვნული ინტერესების დასაცავად. იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძესთან, დიმიტრი ყიფიანთან, ნიკო დადიანთან, კონსტანტინე ლორთქიფანიძესთან, რაფიელ ერისთავთან და სხვა ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებთან. გრიგოლ შერვაშიძე გარდაიცვალა 1898 წლის 2 თებერვალს. Member of Organizations
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |