The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე ნიკოლოზის ძე შატილოვი

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე შატილოვი
დაბადების თარიღი:8 ოქტომბერი, 1868
გარდაცვ. თარიღი:7 მაისი, 1949  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ალექსანდრე შატილოვი დაიბადა 1868 წელს თბილისში. დედა წარმოშობით ქართველი იყო, ხოლო მამა საქართველოს მკვიდრი და მუშაობდა ხონში აფთიაქის გამგედ.

   1887 წელს ალექსანდრე შატილოვმა დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და იმავე წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა სტუდენტურ მოძრაობაში, რისთვისაც 1880 წელს დააპატიმრეს და მოსკოვიდან გაასახლეს. შატილოვი იძულებული იყო სწავლა იურიევის უნივერსიტეტში გაეგრძელებინა., სადაც ჩასვლისთანავე ჩაეწერა მარქსისტულ ორგანიზაციაში და რევოლუციური მოძრაობის აქტიური წევრი გახდა.

   1897 წელს ალესანდრე შატილოვმა დაამტავრა სამედიცინო ფაკულტეტი და უმცროს ორდინატორად დაიწყო მუშაობა თბილისის მიხეილის საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში.

   ალექსანდრე შატილოვი გახლდათ აქტიური მონაწილე სოციალ-დემოკრატიული მუშათა მოძრაობისა საქართველოში. იგი იყო რსდმპ თბილისის კომიტეტის პირველი შემადგენლობის წევრი.

   1901 წელს წელს შატილოვი ბათუმში შავი ჭირის წინააღმდეგ მებრძოლი რაზმის შემადგენლობაში სამუშაოდ მიავლინეს, სადაც დიდი ხანი დაჰყო და აქაც რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო, რისთვისაც დააპატიმრეს კიდეც. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ შატილოვმა ბათუმში განაგრძო მუშაობა თვალის სნეულებათა დარგში.

   ალექსანდრე შატილოვი ბათუმში გახლდათ სახალხო უნივერსიტეტთა საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი. 1908 წლიდან „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბათუმის განყოფილების წევრი და გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი, ქალაქის მუშა-მოსამსახურეთა კავშირის საზოგადოების კომიტეტის აქტიური წევრი.

   1912 წელს ალექსანდრე შატილოვი დააპატიმრეს კონსპირაციული შეკრების დროს და ციმბირში გადაასახლეს.

   1933 წელს ალექსანდრე შატილოვი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის გამგედ მიიწვიეს, სადაც 20 წლის განმავლობაში მუშაობდა.

   ალექსანდრე შატილოვი გახლდათ პირველი ქართველი ევროპულად დიპლომირებული ოფთალმოლოგის გიორგი ტარსაიძის აღზრდილი. შატილოვმა შექმნა საქართველოს ოკულისტთა მრავალრიცხოვანი სკოლა და მის კალამს ეკუთვნის ბევრი მეცნიერული ნაშრომი თვალის სნეულებათა შესახებ.

   ალექსანდრე შატილოვი გარდაიცვალა 1949 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რსდმპ თბილისის კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს ოფთალმოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საზოგადოების თავჯდომარე (1933-1949)
  • ქალაქთა კავშირის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი (1908-1911)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1908-1917)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: