Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ჯოტო ლევანის ძე შერვაშიძე![]()
Biographyჯოტო შარვაშიძე აფხაზეთში თვალსაჩინო ფიგურა იყო. ცნობილმა მეწარმემ, რეგიონში სამეწარმეო საქმიანობის გაჩაღების მიზნით, სოხუმის ოლქში რამდენიმე მილიონი მანეთის მოზიდვა შეძლო. 1914 წლიდან ჯოტო შერვაშიძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სოხუმის განყოფილების წევრი. 1917-1921 წლებში იგი საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. მან, დიდი გაქანებისა და შარმის მქონე ადამიანმა, ძალისხმევა არ დაიშურა საიმისოდ, რომ აფხაზური არისტოკრატია საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მთავრობასთან შემოერიგებინა. 1918-1921 წლებში ჯოტო შარვაშიძე აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრი იყო. 1920 წელს ჯოტო შერვაშიძე სოხუმში საურთიერთო ნდობის ბანკის წარმომადგენელი გახლდათ. 1921 წელს, საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, მისმა ოჯახმა აფხაზეთი დატოვა და თურქეთში გაემგზავრა. რამდენიმე თვეში ჯოტოს მეუღლე მარიამ (მაიონა) ანჩაბაძე აფხაზეთში დაბრუნდა, რათა თურქეთში წასვლაზე დედამთილიც დაეყოლიებია, მაგრამ მოხუცმა სამშობლოს დატოვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამასობაში საზღვრები დაიკეტა და ჯოტომ ცოლის აფხაზეთიდან გაყვანა ვეღარ მოახერხა. მოგვიანებით მან სცადა დიდი ხნის უნახავ დედასთან თავისი უმცროსი ვაჟი, მიხეილი გაეგზავნა, მაგრამ ეს მცდელობაც განწირული აღმოჩნდა. მაიონა აფხაზეთში მეგობრებისა და ნათესავების მფარველობის ქვეშ დარჩა. ის წლების მანძილზე დადიოდა თბილისსა და სოხუმს შორის იმ იმედით, რომ რაიმეს შეიტყობდა თავისი ძვირფასი ვაჟების, მიშასა და ძიკის (ვლადიმერის) შესახებ. ჯოტო შარვაშიძე 1935 წლის ოქტომბერში, სტამბოლში გარდაიცვალა და დაკრძალეს გალიპოლიში, რუსულ სასაფლაოზე. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |